სტატისტიკა
დღეს საკალათბურთო აკადემიაში სტარტი აიღო 2 მოგებამდე
მიმდინარე 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურმა სერიამ. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „შსს-აკადემია“
და „საკალათბურთო აკადემია“ ერკინებიან. ამ გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორე
ადგილები დაიკავეს და ფინალამდეც დიდი გართულებების გარეშე მივიდნენ.
ფინალური სერიის პირველი მატჩი გია კაზანჯიანის გაწვრთნილი
„აკადემიის“ უპირატესობით დაიწყო და თამაშის ბოლომდე ვითარება არ შეცვლილა. აკადემიელებმა
პირველი მეოთხედი 29:18 რომ მოიგეს, შემდეგ მეტოქე 10 ქულაზე ახლოს არ მიუშვიათ. კაზანჯიანის გუნდი
ბოლომდე საიმედო უპირატესობას ინარჩუნებდა და შეხვედრაც დამაჯერებელად მოიგო –
81:71.
შეუჩერებელი იყო ლუკა გიორგაძე, რომელმაც 26 ქულა, 16
მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. 20 ქულით
დაასრულა შეხვედრა გიორგი გვიანიძემ, საბა აკობიას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. შსს-ელთაგან
23 ქულით და 10 მოხსნით ვასილ მჭედლიშვილი გამოირჩა, 13 ქულა და 4 დაფარება ბილი ალიევის
ანგარიშზეა.
ფინალური სერიის მეორე მატჩს 31 მაისს სპორტკომპლექსი
არენა უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „აკადემია“ ჩემპიონი გახდება.