ქუთაისი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ქუთაისი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩი ,,ქუთაისსა” და ,,რუსთავს” შორის  ქუთაისელთა გამარჯვებით  დასრულდა, რომლებმაც საკუთარ მოედანზე მეტოქეს 84:74 სძლიეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. 

შეხვედრის პირველ  ნახევარში უპირატესობა რუსთაველებმა მოიპოვეს  და 43:34  გავიდნენ წინ, თუმცა მესამე მეოთხედში ქუთაისელები  ძალინ აქტიურად ათამაშდნენ და ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირეს (52:55), ხოლო დასკვნით მეოთხედში მოწინააღმდეგეს  არაქტიკულად შანსი არ დაუტოვეს და შეხვედრა მოგებით დაასრულეს. 

ქუთაისის გუნდს  43 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ნოდარ გოგოძემ მიითვალა – 13 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა უჩა გამრეკლიძეს, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 9 მოხსნაა. 

,,რუსთავის” მხრიდან 19 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გაიფორმა – გიორგი ოქროჭელიძემ – 17 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა,  ხოლო  შოთა ნარჩომაშვილმა –  10 ქულა  და 12 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე ერთდაერთი შედეგიანი გადაცემა თორნიკე ქიტოშვილს დააკლდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა და 9 პასი შესძინა.

შეგახსენებთ, რომ სერიის განმეორებითი  11 მაისს რუსთავში 15:00 საათზე შედგება.