18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩი ,,ქუთაისსა” და ,,რუსთავს” შორის ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც საკუთარ მოედანზე მეტოქეს 84:74 სძლიეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
შეხვედრის პირველ ნახევარში უპირატესობა რუსთაველებმა მოიპოვეს და 43:34 გავიდნენ წინ, თუმცა მესამე მეოთხედში ქუთაისელები ძალინ აქტიურად ათამაშდნენ და ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირეს (52:55), ხოლო დასკვნით მეოთხედში მოწინააღმდეგეს არაქტიკულად შანსი არ დაუტოვეს და შეხვედრა მოგებით დაასრულეს.
ქუთაისის გუნდს 43 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ნოდარ გოგოძემ მიითვალა – 13 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა უჩა გამრეკლიძეს, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 9 მოხსნაა.
,,რუსთავის” მხრიდან 19 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გაიფორმა – გიორგი ოქროჭელიძემ – 17 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო შოთა ნარჩომაშვილმა – 10 ქულა და 12 მოხსნა. ორმაგ დუბლამდე ერთდაერთი შედეგიანი გადაცემა თორნიკე ქიტოშვილს დააკლდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა და 9 პასი შესძინა.
შეგახსენებთ, რომ სერიის განმეორებითი 11 მაისს რუსთავში 15:00 საათზე შედგება.