14-წლამდელთა ნაკრებს სპონსორმა “ვიტაბიოტიკსმა” საკუთარი პროდუქცია გადასცა

14-წლამდელთა ნაკრებს სპონსორმა “ვიტაბიოტიკსმა” საკუთარი პროდუქცია გადასცა

კომპანია „ვიტაბიოტიკსი“ კალათბურთის ფედერაციასთან აქტიურად თანამშრომლობს. ბუნებრივი ვიტამინების მწარმოებელი კომპანია სუპერლიგის გენერალური პარტნიუორია და პლეიო ოფის მონაწილე გუნდებს საკუთარი პროდუქცია 5 მაისს, სპორტის სასახლეში გადასცა, დღეს კი „ვიტაბიოტიკსის“ წარმომადგენლებმა 14-წლამდელთა ნაკრების წევრებიც დაასაჩუქრეს.
„ვიტაბიოტიკსი“ სუპერლიგასთან ერთად საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებსაც სპონსორობს. დღეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საკონფერენციო ოთახში კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუმბერიძემ 14-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებს, მწვრთნელს და მენეჯერს „ვიტაბიოტიკსის“ ვიტამინების კრებული გადასცა. ნაკრების წევრებს დაურიგდათ ფასდაკლების ბარათებიც, რითაც მათი მფლობელები „სახალხო აფთიაქის“ ქსელში „ვიტაბიოტიკსის“ პროდუქციაზე ისარგებლებენ.
“ვიტაბიოტიკსის” წარმომადგენლებმა საჩუქარი გაუკეთეს ფიბა-ს ერთადერთ ქართველ მანდილოსან არბიტრ მაკა კუპატაძეს, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის განკუთვნილი ვიტამინების კრებული “ველვუმენით” დააჯილდოვეს.