20-წლამდელებმა მორიგი ტური ჩაამთავრეს

20-წლამდელებმა მორიგი ტური ჩაამთავრეს

20-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში. დღის პირველ შეხვედრაში ,,სოხუმმა“ ,,მაკაბი“ იოლად, ანგარიშით
89:67 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

,,ზღვისპირელებს“
18 ქულით რევაზ როგავამ ულიდერა, ხოლო 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ოთო ბულიავას
ანგარიშზეა. ,,მაკაბის“ შემადგენლობაში  გამოირჩა
ლევან რევაზაშვილი, რომელიც ორმაგი დუბლის ავტორი გახდა – 25 ქულა და 10 მოხსნა.

სტუ-სა და შსს-ს განმეორებით მატჩში გამარჯვება ,,ძალოვნებს“
დარჩათ, რომელთაც ,,ტექნიკოსებს“ რევანში აუღეს და 79:57 იმარჯვეს. შეხვედრის საწყისი
ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედიდან შსს
აქტიურად ათამაშდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. სტუ-ს შემადგენლობაში 14 ქულით გიორგი
ტეტელაშვილი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ზურაბ მაჩალაძის ანგარიშზეა, რომელმაც 10
ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა.

გამარჯვებულთა რიგებში 21-21 ქულა მერაბ ბოქოლიშვილისა
და ნოდარ თენეიშვილის ანგარიშზეა, ამ უკანსკნელმა კი 10 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემაც
მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

,,დინამომ“ უმასპინძლა ,,ქუთაისს“ და დაძაბულ მატჩში
მეტოქე 86:83 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა
და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 44:39. მეორე ნახევარში კი აქტიურად დინამოელები,
რომლებმაც დასკვნით, გადამწყვეტ მეოთხედში მეტოქეს არაფერი დაუთმეს და უაღრესად დაძაბულ
მატჩში გამარჯვება იზეიმეს. მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო დუდა სანაძე გახდა,
რომელმაც 40 ქულა დააგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა მოთამაშემ, გიგა მეხრიშვილმა(17ქ.18მ) და ირაკლი ალხანაიძემ(17ქ.13მ) შეასრულეს.
,,ქუთათურთა“ მხრიდან ორმაგი დუბლი გიორგი ცირეკიძისა და ავთანდილ ლომინაშვილის ანგარიშზეა.
ცირეკიძემ 24 ქულა და 10 მოხსნა, ხოლო ლომინაშვილმა 12 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს ,,თბილისის კარდინალები“
– ,,ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ. დებიუტანტთა შეხვედრაში გამარჯვება ოლიპის გუნდს დარჩა,
რომელმაც მეტოქეს დამაჯერებლად 66:50 სძლია., კარდინალის“ რიგებში 13 ქულით გიორგი
კალანდაძე გამოირჩა, ხოლო ,,ოლიმპს“ 29 ქულით ლუკა მინაშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლი
მიითვალა ერთბაშად ორმა კალათბურთელმა: ბექა ნადირაძემ 14 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა,
ხოლო კახა მუმლაძის ანგარიშზე 12 ქულა და 11 მოხსნაა.

მაკაბი -სოხუმი

შსს – სტუ

ქუთაისი – დინამო

თბილისის კარდინალები – ოლიმპი