20-წლამდელებმა მორიგი ტური გაითამაშეს

20-წლამდელებმა მორიგი ტური გაითამაშეს

   დღეს 20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად ვაკეში მდაბარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.

დღის პირველ
შეხვედრაში ერთმანეთს შსს-აკადემია და ,,მაქაბი” დაუპირისპირდნენ, სადაც შსს-მ იოლი
გამარჯვება მოიპოვა – 106:83. ,,ძალოვნებს” 21 ქულით ბექა ჭიჭვეიშვილმა ულიდერა, ხოლო
ორმაგი დუბლი შოთა გელაზონიამ (19ქ.19მ) და გიორგი არუთინოვმა 14ქ.14მ)მიითვალეს.
,,მაკაბის” შემადგენლობაში  ორმაგი დუბლი ლევან
რევაზაშვილისა(38ქ.12მ) და დავით ხეთაგურის(22ქ.10მ) ანგარიშზეა.

დებიუტანტმა ,,ოლიმპმა” საკუთარ მოედანზე ,,რუსთავს”
უმასპინძლა და მეტოქე  დამაჯერებლად, 76:62
დაამარცხა. გამარჯვეულთა რიგებში ორმაგი დუბლი ბექა ნადირაძემ (23ქ.15 მ.) და ლუკა
მინაშვილმა(27ქ. 10მ.)  შეასრულეს, ხოლო რუსთაველთა
მხრიდან ორმაგი დუბლი თორნიკე ქიტოშვილისა(14ქ.10მ) და ჯაბა არაბულის ანგარიშზეა(11ქ.13მ).

,,თბილისის კარდინალებისა” და ,,სოხუმის” დაპირისპირება
სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით 83:72 დასრულდა. ზღვისპირელთა რიგებში 16 ქულით საუკეთესო
ოთო ბულიავა იყო, ხოლო 12 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ბექა ზედელაშვილის ანგარიშზეა.
კარდინალის შემადგენლობაში 23 ქულით ბექა ღუდუშაური გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი სანდრო
ჭყონიამ შეასრულა – 10 ქულა და 14 მოხსნა.

 20-წლამდელთა
მე-6 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა 9 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც ადგილობრივი
,,ქუთაისი” ტექნიკურ უნივერსიტეტის გუნდს უმაპინძლებს.

თბილისის  კარდინალები – სოხუმი

შსს – მაკაბი

რუსთავი – ოლიმპი