20-წლამდელებმა სტარტი აიღეს

20-წლამდელებმა სტარტი აიღეს

3 ნოემბერს 20-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატი დაიწყო
და  ჩვენმა ვებ-გვერდმა (www.U-20.ge),  სადაც სარეორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა,
მუშაობა განაახლა.

  3 ნოემბერს 20-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატი დაიწყო
და  ჩვენმა ვებ-გვერდმა (www. U-20.ge),  სადაც სარეორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა
მუშაობა განაახლა.

  2011-2012
წლების 20-წლამდელთა ასაკობრივ ჩემპიონატში 9 გუნდი იღებს მონაწილეობას. ესენია:  თბილისის ,,მაკაბი”, შსს, ,,რუსთავი”, თბილისის
,,დინამო”, სტუ, ,,სოხუმი”,  ,,ოლიმპი” და
,,კარდინალი”. ამათგან დებიუტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს, ,,ოლიმპს” და ,,კარდინალს”
აქვთ, რომლებიც წელს  პირველად ჩაებნენ 20-წლამდელთა
ასაკობრივ ჩემპიონატში.

  აღსანიშნავია,
რომ 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან 6 გუნდი( ,,დინამო’”,
შსს, ,,ოლიმპი”,  ,,რუსთავი”, სტუ, ,,სოხუმი”)  სუპერლიგაში მონაწილე გუნდები დუბლშემადგენლობაა.
     

2011-12 წლების სუპერლიგის დებულების თანახმად სუპერლიგის
კლუბის განაცხადში შეყვანილ ასაკობრივი კატეგორიის მოთამაშეს (20,18,16) უფლება აქვს
ერთდროულად ითამაშოს საქართველოს 20,18 და 16 წლამდელთა ჩემპიონატში მხოლო თავისი კლუბის
შესაბამის  ასაკობრივი კატეგორიის გუნდში.

  ასე, რომ  20-წლამდელთა  ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებს უმაღლეს ლიგაშიც
(სუპერლიგა) ვიხილავთ, რაც ახალგაზრდა მოთამაშის პროფესიული წინსვლისთვის ჩინებული
შანსი და  საშუალებაა.

     2011-12 წლების სეზონის პირველი წრის პირველი ტურის
მატჩებს, რომლებიც 3 ნოემბერს გაიმართა, ვაკეში მდებარე  საკალათბურთო ,,აკადემიის” დარბაზმა უმასპინძლა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 1-ელი ტურის მატჩებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს ,,მაკაბი” და დებიუტანტი
,,ოლიმპი” გაეჯიბრნენ.  თამაშის პირველი ნახევარი,
 ,,ოლიმპის” 3-ქულიანი უპირატესობით დასრულდა
– 39:36. შეხვედრის მეორე ნახევარში  კი ძირითადად
დებიუტანტები ფლობდნენ უპირატესობას, იყო ისეთი მომენტიც, სადა სხვაობა 8 ქულას შეადგენდა
-51:59,  თუმცა ,,ოლიმპის” კალათბურთელებმა
შეხვედრის დასასრულს მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და დამაჯერებლად – 81:70 იმარჯვეს.

 მაკაბელთა  რიგებში 24 
ქულით საუკეთესო ირაკლი ჩერქეზიშვილი იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ავტორი ლევან რევაზაშვილი
გახდა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 17 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.

 რაც შეეხება
დებიუტანტ ,,ოლიმპს”, რომელმაც სეზონი გამარჯვებით გახსნა, მის შემადგენლობაში საუკეთესო
გახლდათ ლუკა მინაშვილი. მან საკუთარ გუნდს 
35 ქულა მოუტანა და შეხვედრის ბომბარდირი გახდა, ხოლო ორმაგი დუბლი ოლიმპელთა
რიგებში ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მიითვალა: ირაკლი სარიშვილმა(12 ქულა, 10 მოხსნა,
8 პასი),  კახა მუმლაძემ (13 ქულა, 14 მოხსნა)
და ბექა ნადირაძემ(17 ქულა, 19 მოხსნა).

  ტურის მეორე
მატში ერთმანეთს სოხუმისა და ტექნიკური უნივერსიტეტის  გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან დრამატული
გამოდგა.  მთელი მატჩი გუნდების გარდამავალი
უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო მეოთხე პერიოდის დასასრულს  როდესაც ახალგაზრდა ,,ტექნიკოსებმა” 1-ქულიანი უპირატესობას
მიაღწიეს (70:71), სოხუმელმა ოთო ბულივამ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე,
სირენას თანხლებით ჩააგდო გადამწყვეტი 2-ქულიანი და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა
– 72:71.

 სოხუმელთა
რიგებში  ორმაგი დუბლით, 23 ქულითა და 13 მოხსნით
საუკეთესო სწორედ ოთო ბულიავა იყო, ხოლო   სტუ-ს
შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთდროულად ორმა მოთამაშემ შეასრულა: ზურაბ მაჩალაძემ
24 ქულა და  25 მოხსნა მიითვალა, ხოლო დავით
კორძაძის  ანგარიშზე 14 ქულა და 21 მოხსნაა.

ასეთივე საინტერესო და დაძაბული გამოდგა დღის ბოლო,
დასკვნითი მატჩი ,,დინამოსა” და შსს-ს შორის, 
სადაც დებიუტანტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა დაძაბულ მატჩში
83:79 სძლია მეტოქეს.
  პირველ ტაიმში
დინამოელებმა 35:32იმარჯვეს,  თუმცა მესამე
პერიოდი ძალოვნებმა 27:18 მოუგეს მეტოქეს და 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს
53:59. შეხვედრის ბედი მეოთხე მეოთხედის ბოლომდე არ გარკვეულა. მატჩის მიწურულს კი
მერაბ ბოქოლიშვილმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს და შსს-ს გამარჯვება
გაუნაღდა.

 ,,დინამოს”
შემადგენლობაში ირაკლი ალხანაიძე გამოირჩა, რომელმაც 28 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი
დუბლი შეასრულა, ხოლო შსს-ს რიგებში საუკეთესო ზემოთ ხსენებული მერაბ ბოქოლიშვილი გახლდათ,
 რომელმაც 36 ქულა მიითვალა და მატჩის ბომბარდირი
გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ნოდარ თენიეშვილმა, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

 20-წლამდელთა
1-ელი ტურის დასკვნითი მატჩი 4 ნოემბერს რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივი
,,რუსთავი”  დებიუტანტ ,,კარდინალს” უმასპინძლებს.