შედეგები
გალერეა 1 ნოემბერს საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს
თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. „ჰიუნდაიმ“, რომელიც ძირითადად 20-წლამდელთა
ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული, „არმია“ იოლად – 86:63 დაამარცხა.
მატჩის ბედი მესამე პერიოდის ბოლოს გადაწყდა, რომელიც
ჰიუნდაელებმა 26:9 მოიგეს და 30 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდს ფორმალური მნიშვნელობა
შერჩა და საბოლოოდ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის გამარჯვება დაფიქსირდა – 86:63.
ჰიუნდაელთაგან 17 ქულით, 15 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო
იყო გიორგი კორსანტია; რატი ნუცუბიძის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. „არმიაში“
16 ქულით ბომბარდირი გახდა ბილი ალიევი, 15 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე
დაგროვდა.
მეორე მატჩი შედარებით დაძაბული გამოდგა. 3 პერიოდის
განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა მოქმედ ჩემპიონ „სოხუმსა“ და „ქუთაისს“ შორის,
ხოლო მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 74:67 იმარჯვა,
რაშიც ლომის წილი 24 ქულა – 11 მოხსნითლადო ფურცხვანიძემ დაიდო. 12 ქულა და 11 მოხსნა
გუნდის კაპიტანმა დავით წივწივაძემ მიითვალა. სოხუმელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გიორგი
ყეინაშვილი გახდა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი
3 მატჩი 8 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.
ჰიუნდაი – არმია 86:63
ქუთაისი – სოხუმი 67:74