20-წლამდელთა პლეი ოფი 2 აპრილს დაიწყება

20-წლამდელთა პლეი ოფი  2 აპრილს დაიწყება

20-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება,
რის შემდეგაც პირველობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება. ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ
20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფის დაწყების თარიღი დაადგინა. ტურნირის ნახევარფინალური
სერიები 2 აპრილს დაიწყება.

ჩემპიონატში 7 გუნდი მონაწილეობს. მთლიანობაში 4 წრე
ტარდება, რეგულარული ჩემპიონატი კი 31 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც ცხრილში საუკეთესო
4 გუნდი პლეი ოფში გავა. 1 ადგილზე გასული გუნდი ნახევარფინალში მე-4-ს შეხვდება, ხოლო
მე-2 მე-3-ს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური და ფინალური სერიები 2 გამარჯვებამდეა.
წყვილში მოედნის უპირატესობა მიენიჭება იმ გუნდს, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატს მეტოქეზე
უკეთეს პოზიციაზე დაასრულებს.