20-წლამდელთა შედეგები

20-წლამდელთა შედეგები

   8 ნოემბერს
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა მეორე ტურის 3  შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს სტუ-,,დინამო”, ,,თბილისის
კარდინალი” -შსს და ,,სოხუმი” -,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ.

დღის პირველი
მატჩი სტუ-სა და ,,დინამოს” შორის დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით – 84:73 დასრულდა.
,,დინამო” მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მეტოქეს წინ გასვლის
საშუალებას არ აძლევდა.  მოგებულებს 30 ქულით
დუდა სანაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ირაკლი ალხანაიძემ შეასრულა, რომელმაც 29
ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. ,,ტექნიკოსთა” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ მიითვალა: ზუკა მაჩალაძემ 23 ქულა და 29 მოხსნა დააგროვა, ხოლო დავით კორძაძის
ანგარიშზე 18 ქულა და 11 მოხსნაა. 

  დებიუტანტი
კარდინალი უშანსოდ დამარცხდა ასევე დებიუტანტ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან
– 63:83.  ,,ძალოვანთა” რიგებში 18 ქულითა და
6 შედეგიანი  გადაცემით ლევან ლოლიშვილი გამოირჩა,
ხოლო 17 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი ნოდარ თენეიშვილმა მიითვალა. კარდინალის           შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი, 19 ქულა გიორგი
კალანდაძემ  მოაგროვა. 

საინტერესოდ ჩაიარა ,,სოხუმის” და ,,რუსთავის” შეხვედრამ.
სოხუმელებმა საკუთარ მოედანზე ქვემოქართლელებს 5 ქულის სხვაობით, 83:78 სძლიეს. მატჩის
პირველი ნახევარი რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა – 40:34. თუმცა მეორე ნახევარში
მასპინძლებმა  შეძლეს მობილიზება და  საბოლოოდ მეტოქე 5-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს.
სოხუმელებს 20 ქულით რეზო  როგავამ ულიდერა,
ხოლო ორმაგი დუბლი  ოთო ბულიავამ შეასრულა
– 18 ქულა და 10 მოხსნა. ,,რუსთავის” რიგებში საუკეთესო გახლდათ ლუკა მებურიშვილი,
რომელმა 18 ქულა მოაგროვა.                                                              

სტუ-დინამო

სოხუმი-რუსთავი