20-წლამდელთა
ჩემპიონატის 2 მატჩს უმასპინძლა დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა. ერთმანეთს მაკაბი-ოლიმპი
და აკადემია-სოხუმი დაუპირსპირდნენ.
დღის პირველი
შეხვედრა უინტერესო გამოდგა. ჩემპიონატის ლიდერმა ,,ოლიმპმა’’ ყოველგვარი გართულებების
გარეშე დაამარცხა აუტსაიდერი მაკაბი, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა.
თამაშის ბედი
პირველივე ტაიმში გადაწყდა. შედარებით თანაბარი მხოლოდ პირველი ათწუთეული იყო, რომელიც
,,ოლიმპმა’’ 6 ქულით მოიგო – 23:17. მეორე პერიოდი კი ლიდერმა ,,ოლიმპმა’’ კენჭიაშვილის,
ლომიძის, გამრეკლიძის და პულუზაშვილის ეფექტური თამაშის წყალობით 20 ქულით მოიგო ,
დიდი შესვენებისთვის 26 ქულით დაწინაურდა და თამაშსაც აზრი დაეკარგა.
საბოლოოდ, ,,ოლიმპმა’’
119:89 დაამარცხა მაკაბი. გამარჯვებულთაგან საუკეთესო გურამ კენჭიაშვილი იყო 25 ქულით
და 7 მოხსნით, 23 ქულა მიითვალა დავით ლომიძემ, პულუზაშვილს და გამრეკლიძეს 14-14 ქულა
დაუგროვდათ, სოსო გოგნაძემ კი გუნდს 10 ქულა შესძინა.
‘’მაკაბის’’ ლიდერმა,
მაიზერ რევაზაშვილმა 43 ქულა და 15 მოახსნა დააგროვა, მას მიმდინარე ჩემპიონატის მისივე
რეკორდის (44 ქულა) გაუმჯობესებამდე მცირედი დააკლდა. თორნიკე გოგელაშვილმა 12 ქულას
და 10 მოხსნასთან ერთად 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, გიორგი ადეიშვილმა კი 10 ქულა
დააგროვა.
მაკაბი – ოლიმპი 89:119
უფრო საინტერესო
გამოდგა მეორე შეხვედრა, რომელშიც ,,აკადემიამ’’ ‘’სოხუმს’’ უმასპინძლა. ამ გუნდებს
სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულები ჰქონდათ, გამარჯვებული კი მე-2 ადგილზე გადაინაცვლებდა.
აკადემიელებმა
დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს მეტოქის დამარცხება. პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა
და სოხუმელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს – 20:21. მეორე პერიოდში კი აკადემიელბმა
თამაშის ტემპს უმატეს და დიდი შესვენებისთვის 8-ქულიანი ლიდერობის მოპოვება მოახერხეს
– 41:33.
თანაბარი ბრძოლა
იხილა მაყურებელმა მესამე პერიოდშიც, თუმცა აკადემიელები გადამწყვეტი ათწუთეულის წინ
კვლავ ინარჩუნებდნენ 6-ქულიან უპირატესობას. სოხუმელებმა მეოთხე პერიოდის დაწყებისთანავე
მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება (59:59). აკადემიელებმა საჭირო დროს მოახერხეს მობილიზება
და ლიდერობა დაიბრუნეს, მეტოქეს გაქცევაც მოუწყვეს
და სოხუმელებს თამაშის შემოსაბრუნებლად არც დრო და არც ძალები აღარ ეყოთ.
,,აკადემიამ’’
84:75 იმარჯვა. 4-მა კალათბურთელმა 10-ქულიანი ზღვარი დაძლია – 18 ქულა ჰქონდა ნიკა
ღურწკაიას, 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ლუკა გიორგაძემ, გიორგი თევდორაშვილმა და
ნიკა დარბაიძემ კი 11-11 ქულა დააგროვეს. ამ უკანასკნელს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სოხუმელებს
22 ქულით ლუკა ბულიავამ ულიდერა, 15 ქულა ჰქონდა ტატო ზუზაძეს, კონსტანტინე ბიწაძემ
კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 11 ქულა, 12მოხსნა.
20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი მატჩები დღეს რუსთავში, ხვალ კი კვლავ აკადემიის დარბაზში გაიმართება.
აკადემია – სოხუმი 84:75
მესამე შეხვედრა კი რუსთავში შედგა, სადაც სათამაშოდ ქუთაისი ჩავიდა. დაპირისპირება ორი რეგიონის გუნდებს შორის მასპინძელთა გამარჯვებით 95:81 დასრულდა. გამარჯვებისკენ რუსთაველებს ერეკლე ლორთქიფანიძე გაუძღვა 21 ქულით, 20 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა თორნიკე ქიტოშვილს, დავით ბარამიძემ 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, გიორგი ბექაურს 14 ქულა დაუგროვდა, ლევან ურიდიამ კი შეხვედრა 10 ქულა- 9მოხსნით დაასრულა.
მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა გუჯა ბირკაიამ 22 ქულით, 26მოხსნით და 7 პასით. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა ირაკლი მაცაბერიძეს, 13 ქყკა დააგროვა გიორგი ჩორგოლაშვილმა, რატი ნუცუბიძემ და გიორგი გუმბურიძემ კი შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს.
რუსთავი – ქუთაისი 95:81