2002-წლამდელთა თბილისის ფესტივალზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

2002-წლამდელთა თბილისის ფესტივალზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

 
2002-წლამდელთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალზე, რომლის ორგანიზატორიც “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია”, ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. მეოთხედფინალურ შეხვედრებს დღეს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.
პირველ მეოთხედფინალში ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა TBC-იმ ფავორიტად მიჩნეულ „აკადემიას“ დაძაბულ ბრძოლაში – 34:31 მოუგო. მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „დინამო“ და „მართვე“ დაუპირისპირდა. დინამოელებმა მეტოქეს 9 ქულის სხვაობით – 46:37 სძლიეს ნახევარფინალში გავიდნენ.
დარჩენილ მატჩებში „ოვერტაიმმა“ იოლი გამარჯვება მოიპოვა „შსს-ორბთან“, ხოლო ბოლო მეოთხედფინალში „ჰიუნდაი 1“-მა „სოხუმს“ 48:35 მოუგო.
ნახევარფინალში ერთმანეთს TBC – „დინამო“ და „ოვერტაიმი“ – „ჰიუნდაი 1“ შეხვდებიან.