გალერეა
დრამატულად დასრულდა 2003 წელს დაბადებულთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალი. ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ხოლო მხარდამჭერი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საინტერესოდ დასრულდა.
ფინალურ მატჩში „აკადემიამ“ ბოლო წამებზე, 43:41 დაამარცხა „ოვერტაიმი“ და ჩემპიონობა გაინაღდა. არადა, „ოვერტაიმის“ უპირატესობა მესამე მეოთხედში 10 ქულას ასცდა, ხოლო ბოლო წუთებზე 6-8 ქულით ლიდერობდა, მაგრამ აკადემიელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ბოლო წამებზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა თავიდანვე სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს და საბოლოოდ მეტოქე დიდი სხვაობით – 45:24 დაამარცხეს.
20 ივნისი. კალათბურთის აკადემია
მე-3 ადგილისთვის
დინამო – ჰიუნდაი 45:24
16:6, 10:0, 7:8, 12:10
დინამო: ნაცვლიშვილი (13), ხვედელიძე (9)
ჰიუნდაი: დაბრუნდაშვილი (12), ალავიძე (6)
ფინალი
აკადემია – ოვერტაიმი 43:41
8:10, 7:13, 11:11, 17:7
ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც საუკეთესო მოთამაშეები და პრიზიორები ორგანიზატორებმა და სპონსორებმა დააჯილდოვეს.
თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალის ყველა მონაწილე გუნდის 3-3 გამორჩეულ მოთამაშე დააჯილდოვებს კომპანიამ – „პალიტრა ელი“. მოთამაშეებს წიგნები გადასცეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა მამუკა ლომიძემ და ზაზა ღონღაძემ.
– ტურნირზე დაწესებული მაყურებელთა სიმპათიის პრიზი გადაეცა გეგა წულაიას („ჰიუნდაი“). გამარჯვებულს სპეციალური ჯილდო თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა, დათო ჩიხლაძემ გადასცა.
– ბომბარდირის პრიზი გადაეცა „ოვერტაიმის“ წევრს ჯაბა ჯმუხაძეს, რომელიც პრიზით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა, ლევან წულაიამ დააჯილდოვა.
– ტურნირის ორგანიზატორთა სიმპათია გახდა ტატო ტურაშვილი („ოვერტაიმი“), რომელიც დათო ჩიხლაძემ დააჯილდოვა.
– საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჩემპიონი გუნდის მოთამაშეს, აკადემიელ ლუკა დოლიძეს გადაეცა, რომელიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.
– მესამე ადგილოსანი გუნდი „დინამო“ ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა მამუკა ლომიძემ დააჯილდოვა.
– მეორე ადგილზე გასული გუნდს ვერცხლის მედლები და სიგელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა, ზაზა ღონღაძემ გადასცა.
მინიკალათბურთის ფესტივალის გენერალურმა სპონსორმა – „პრივატბანკმა“ ფესტივალის მონაწილეებისთვის დააწესა სხვადასხვა პრიზები.
ტურნირის ყველა მონაწილეს უფასოდ დაუმზადდა პრივატბანკის საბანკო ბარათი.
ასევე პრივატბანკმა დაასაჩუქრა ფესტივალის საუკეთესო სამი გუნდი სამახსოვრო პრიზებით.
მე-3 ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა პრივატბანკის ბრენდირებული მაისურებით და კეპებით
მე-2 ადგილზე გასული გუნდი – პრივატბანკის ბრენდირებული მაისურებით და შორტებით
ჩემპიონი გუნდის სრულ შემადგენლობას გადაეცემა პრივატბანკის ბრენდირებული მაისურები და შორტები. ასევე გუნდის ყველა წევრს „პრივატბანკის“ ჯუნიონ ქარდზე დაერიცხებათ 50-50 ლარი.
გამარჯვებულებს პრიზები „პრივატბანკის“ პრობლემური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ნოზაძემ გადასცა.
ჩემპიონი გუნდის წევრები ოქროს მედლებითა და სიგელებით ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა დააჯილდოვა.