სტატისტიკაგალერეა
დღეს, საკალათბურთო აკადემიამ 1 მატჩს უმასპინძლა, რომელიც
თებერვლის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ „რუსთავის“ საბერძნეთში გამგზავრების გამო
გადაიდო. ქვემოქართლელებს „აკადემიამ“ უმასპინძლა და მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო
ბრძოლა იხილა.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. აკადემიელებმა პირველი
მეოთხედი 17:13 მოიგეს, თუმცა რუსთაველებმა მეორე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა მიმდონარეობდა.
მეოთხე პერიოდი აკადემიელთა 1-ქულიანი ლიდერობით განახლდა,
თუმცა რუსთაველებმა გიორგი დვალის სამქულიანით დაწინაურება მოახერხეს – 56:54. ამის
შემდეგ უკვე აკადემიელების ჯერი დადგა, რომლებმაც ბექა დარახველიძისა და ნიკა ამირხანაშვილის
ქულებით 16:0 გაქცევა მოაწყვეს, 70:56 დაწინაურდნენ და თამაშის ბედიც გადაწყვიტეს.
გამარჯვებულებს 25 ქულით დარახველიძემ ულიდერა, ამირხანაშვილის
ანგარიშზე კი 24 დაგროვდა. სტუმართაგან 15 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა, ირაკლი წიქარიშვილმა
კი რუსთაველებს 12 ქულა შეაშველა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გელა წულაძე (აკადემიის
მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ „ფარზე“, მოხსნებში მთელი თამაში ვაგებდით, თუმცა ბოლო მეოთხედში დაცვაში
კარგად ვიასპარეზეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ.
ირაკლი ჯაფარიძე
(რუსთავის მთავარი მწვრთნელი): მოგების კარგი შანსი გვქონდა, თუმცა
ვერ გამოვიყენეთ, „აკადემია“ ჩვენზე მოტივირებული და მონდომებული აღმოჩნდა და მივულოცავ
დამსახურებულ გამარჯვებას.