ჩემპიონატის პირველი ოვერტაიმი

ჩემპიონატის პირველი ოვერტაიმი

საინტერესოდ ჩატარდა 20–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე. აგრარულ უნივერსიტეტში სამი მატჩი ჩატარდა, რომელთაგან ერთი ოვერტაიმში გადაიზარდა და საბოლოოდ ქულიანი სხვაობით დასრულდა.

 

ლაპარაკია ტექნიკური უნივერსიტეტისა და „სოხუმის“ დაპირისპირებაზე. ტექნიკოსებმა პირველი მატჩი „ნიკესთან“ წააგეს, სოხუმელებისთვის კი ეს შეხვედრა პირველი იყო ამ სეზონში. არჩილ ცინცაძის გაწვრთნილი სტუ თავიდან ჩამორჩა, თუმცა მერე ვითარება გამოასწორა და დაწინაურება მოახერხა. თუმცა მოქმედი კალათბურთელის, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა სოხუმელებმა ბოლომდე არ დაანებეს ტექნიკოსებს და ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ლიდერობაც მოიპოვეს. აკაკი ტიკიშვილი მთელი მატჩის განმავლობაში ამარაგებდა სოხუმელებს და საბოლოოდ 35 ქულაც მოაგროვა, თუმცა ბოლო წუთზე ირაკლი კობიძის დამსახურებით მოახერხეს მათ თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა. ის კი არა, სოხუმელებს მოგებაც მართებდათ, მაგრამ 2–ქულიანი უპირატესობა 20 წამით ვერ შეინარჩუნეს, ხოლო ბოლო წამზე ბექა ჩიკვილაძემ პოტენციურად მომგებიანი სროლა გააცუდა.დამატებითი დროც ძალიან დაძაბული გამოდგა, რომელიც დრამატულად დასრულდა. ტექნიკოსები ბოლო წუთზე 3 ქულას აგებდნენ, მაგრამ მათ იმდენი მოახერხეს, რომ მოგებაც შეეძლოთ. დამატებითი დროის ამოწურვამდე 10 წამზე ნაკლები რჩებოდა, როცა დავით გაფრინდაშვილი საჯარიმოს ხაზზე დადგა. სტუ ქულას აგებდა და მსროლელს ორივე რომ ჩაეგდო, თავის გუნდს გაამარჯვებინებდა, მაგრამ გაფრინდაშვილმა ორივე ააცილა და ტექნიკოსებმა დასანანი მარცხი იწვნიეს.მეორე მატჩი დაძაბულად კი დაიწყო, მაგრამ გაგრძელება ჰქონდა ისეთი, რომ საბოლოოდ დიდსხვაობიანი ანგარიშით დასრულდა. „ქუთაისმა“ „მაკაბი“ 93:65 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი 32 ქულის მიმთვლელმა ბექა ქორიძემ დაიდო. მაკაბელთაგან მაღალი შედეგიანობა გამოიჩინა გიორგი რევაზაშვილმა, რომელმაც შეუსვენებლად, 40 წუთი ითამაშა და 39 ქულას 15 მოხსნაც მოაყოლა.მესამე შეხვედრა ძალიან დაძაბულად და ნერვიულად დაიწყო. გია ტეტელაშვილის შესუსტებული „ნიკე“ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაის“ შეხვდა. „ნიკე“ 7 კალათბურთელით თამაშობდა, რაკი დანარჩენები შეუძლოდ იყვნენ. მიუხედავად ამისა, „ნიკემ“ თავიდან ბრძოლა გაუმართა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე „ჰიუნდაის“ და პირველი ტაიმის ბოლომდე ტოლს არაფერში უდებდა. თუმცა მეორე ნახევარში ძალამ თავისი გაიტანა და ჩერქეზიშვილის გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რითაც გამარჯვებულის ვინაობა მესამე მეოთხედშივე გაარკვია.თუმცა ისიც სათქმელია, რომ „ნიკეს“ წარმომადგენლები მსაჯების უკმაყოფილოები დარჩნენ. ისინი თვლიდნენ, რომ დავით ბერეკაშვილი და მალხაზ ანდღულაძე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს ემხრობოდნენ. რიგ ეპიზოდებში არბიტრების გადაწყვეტილება მართლაც საკამათო იყო და ნიკელთაგან მათდამი უკმაყოფილების საბაბიც ალბათ ეს გახდა.20–წლამდელთა ჩემპიონატის მომდევნო მატჩი ხვალ, 4 დეკემბერს, რუთავში დაიმართება ადგილობრივ გუნდსა და „სამედიცინოს“ შორის.

მაკაბი 65:93 ქუთაისი20:16, 17:29, 18:23, 10:25მაკაბი: რევაზაშვილი (39 ქულა, 15 მოხსნა, გ. მიგინეიშვილი (11)ქუთაისი: ქორიძე (32), ლომინაშვილი (19ქ, 10), ტუკვაძე (12ქ, 12მ)სოხუმი 79:78 სტუძირითადი დრო: 67:6713:11, 21:24, 16:19, 17:13, 12:11სოხუმი: ტიკიშვილი (35), კობიძე (11), ჩიკვილაძე (10 ქ, 10მ, 5 პასი)სტუ: გვანცელაძე (29), დეკანოიძე (20)ნიკე 78:99 ჰიუნდაი15:17, 19:28, 14:30, 30:24ნიკე: (28ქ, 13მ, 6 ჩაჭრა), ჭოხონელიძე (17ქ, 6მ), კუპატაძე (14ქ, 14მ), ხომასურიძე (9ქ, 7მ), დარბაიძე (6)ჰიუნდაი: სანაძე (19), გურაბანიძე (14), ღლონტი (12), ბერუაშვილი (10ქ, 15მ), ფერიაშვილი (11ქ, 18მ)

ამ მატჩების სრული ოქმები ვებ–გვერდზე ხვალ, 4 დეკემბერს განთავსდება