დინამომ და ქუთაისმა იოლად იმარჯვეს

დინამომ და ქუთაისმა იოლად იმარჯვეს

20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის 2 მატჩი გაიმართა ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზში, სადაც  ,,მაქაბი” ,,დინამოს”, ხოლო  ,თბილისის კარდინალები”,,ქუთაისს” დაუპირისპირდა.

,,დინამომ” ,,მაქაბს” ყველა კომპონენტში აჯობა და მეტოქე
დიდი ანგარიშით -106:64 დაამარცხა.  მოგებულებს
ირაკლი ალხანაიძემ ულიდერა, რომელმაც 31 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა,
ხოლო მაქაბელებეს 20-20 ქულა დავით ხეთაგურმა და ლევან რევაზაშვილმა შესძინეს.

 ,,თბილისის
კარდინალებმა”ქუთაისს უმასმინძლეს, თუმცა ვერაფერი გააწყეს და უშანსოდ – 55:100 დამარცხდნენ.
ქუთაისელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ავთანდილ ლომინაშვილისა(32ქ.16 მ) და ნოდარ
მესხის (17ქ.14მ)  ანგარიშზეა.

 მასპინძელთა
რიგებში 15 ქულით გიორგი კალანდაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი სანდრო ჭყონიამ მიითვალა,
რომელმაც 10 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა.