დინამომ ქუთაისში იმარჯვა

დინამომ ქუთაისში იმარჯვა

20-წლამდელთა მორიგი ტურის ერთი მატჩი გაიმართა ქუთაისში,
სადაც ადგილობრივმა  ,,ქუთაისმა” ,,დინამოს”
უმაპინძლა და 101:106 დათმო შეხვედრა.

 როგორც
მოსალოდნელი იყო, მატჩმა საინტერესოდ ჩაიარა. პირველი ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით
წარიმართა, მასპინძლები დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და ტაიმში
60:55 იმარჯვეს. თუმცა მესამე მეოთხედში ,,დინამო” აქტიურად ათამაშდა და არც ბოლო მეოთხე
პერიოდში დაუკარგავს პოზიციები. დინამოელებმა 20-წლამდელთა მიმდინარე სეზონში მე-5
გამარჯვება გაიფორმეს და 11ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ.

 მოგებულებს
31 ქულით ულიდერა დუდა სანაძემ, ხოლო 23 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი ირაკლი
ალხანაიძემ შეასრულა.

 რაც შეეხება
,,ქუთაისს”, მის შემადგენლობაში ლევან გერძელიზე გამოირცა, რომელმაც საკუთარ გუნდს
29 ქულა შესძინა.