ვაკეში მდებარე საკალაბურთო აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა ფინალურ მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს დინამოსა და სოხუმის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ,,დინამოს” დამაჯარებელი გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დიდი სხვაობით, 100:78 დაამარცხა. დინამოელებმა მატჩი თავიადანვე ჩინებულად დაიწყეს და საწყისს ათწუთეულში 30:16 დაწინაურდნენ, მეორე პერიოდში კი კვლავ მობილიზებულად იასპარეზეს და პოზიციებიც კიდევ უფრო გაიმყარეს – 63:35 გავიდნენ. მოპოვებული უპირატესობა დინამოს მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა და ათწუთეულის ბოლოს თავის სასარგებლოდ 78:59 დააფიქსირა. საინტერესო გამოდგა დასკვნითი პერიოდი, რომლის დასაწყის წუთებშიც ,,ზღვისპირელებმა”თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს და სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანეს – 71:80. მიუხადავად ამისა, ,,სოხუმმა”დარჩენილ დროში შანსი ვერ გამოიყენა. დინამოს გუნდმა თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეტოქე საბოლოოდ გატეხა – 92:74. სოხუმელებს 17 ქულა დიმიტრი დვალიშვილმა შესძინა, რომელსაც ერთი ქულით ოთო ბულიავა ჩამორჩა (16ქ.), ხოლო ,,დინამოს” დუდა სანაძემ ულიდერა, რომელმაც 38 ქულა მიითვალა და მატჩის ბომბარდირი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა სანაძის თანაგუნდემა ირაკლი ალხანაიძემ, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა და 10 მოხნაა. მატჩის დასრულების შემდეგ ,,სოხუმისა” და ,,დინამოს” მწვრთნელთა მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
ამბროსი ორმოცაძე (დინამოს მწვრთნელი): დღეს ჩვენ უფრო მომზადებულები და მონდომებულები ვიყავით, ვიდრე მეტოქე და ეს შედეგზეც აისახა. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც, მაგრამ ბიჭებმა შეასრულეს მწვრთნელი მითითებები და თავიაანთ საქმეს თავი კარგად გაართვეს. გარკვეულ მომენტში ზედმეტად თავდაჯერებულნი ვიყავი, რამაც ჩვენი მოდუნება და მეტოქის გააქტიურება გამოიწვია. შემდეგ შეხვედრაში მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ.
ლიკა ქაჯაია (სოხუმის მწვრთნელი): პირველ ტაიმში ძალიან ცუდი თამაში ვაჩვენეთ და მეტოქესთან აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დავმარცხდით. მეოთხე პერიოდში სხვაობა 9 ქულამდე დავიყვანეთ და რომ არა ბექა ზედელაშვილის გარბენი, გვქონდა შანსი ანგარიში 7 ქულამდეც შეგვემცირებინა. სწორედ ამ მომენტიდან გატყდა ჩვენი გუნდი. ვეცდებით მომდენო მატჩში სულ სხვაგვარი თამაში ვაჩვენოთ.
შეგახსენებთ, რომ ,,სოხუმისა” და ,,დინამოს” ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ვაკეში მადბერე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 15:00 საათზე შედგება.