სტატისტიკა გალერეასაქართველოს 20-წლამდელთაა ჩემპიონატის გამარჯვებული
გახდა საკალათურთო გუნდი „ჰიუნდაი“. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლევან ქარაბაკის გაწვრთნილმა
გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს აღნიშნულ
ასაკში და საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.
სერიის პირველი მატჩის მსგავსად, ვერც მეორე შეხვედრა
გამოდგა დაძაბული. ჰიუნდაელებმა გუშინ „ზაზას“ 76:49 სძლიეს, დღს კი 84:55 მოუგეს და
ჩემპიონის ტიტული ისე მოიგეს, დიდი ჯაფა არ დასდგომიათ. დღვანდელმა მატჩმა დასაწყისშივე
დაკარგა ინტრიგა. პირველი პერიოდი „ჰიუნდაიმ“ 17:5 მოიგო, ხოლო მეორეში კიდევ უფრო
დამაჯერებლად გაისარჯა და დიდ შესვენებაზე 27-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 41:14.
მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. საკითხავი ის გახლდათ,
რა სხვაობით დასრულდებოდა მატჩი, რომელიც საბოლოოდ ჩემპიონმა „ჰიუნდაიმ“ 29 ქულის სხვაობით
მოიგო. გამარჯვებულებმა გუნდურად ითამაშეს. „ჰიუნდაის“ გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია.
14-14 ქულა რატი ნუცუბიძემ და დავით აფხაზავამ მოაგროვეს. ფარზე დომინირებდნენ გიორგი
კორსანტია და ალექსანდრე ფევაძემ. კორსანტიამ 8 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა, ფევაძის
ანგარიშზე კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორე
ადგილზე გასული „ზაზას აკადემიის“ წევრები მედლებითა და სიგელებით კალათბურთის ფედერაციის
გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათურთლმა გივი ბიჭიაშვილმა და ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს.
20-წლამდელთა ჩემპიონატში დაწესებული იყო სპეციალური
თასი, რომელიც ვეტერანი კალათბურთლების – გურამ მინაშვილისა და ილარიონ ხაზარაძის სახელობის
გახლავთ. გამარჯვებული გუნდის კაპიტან ლუკა გიორგაძეს აღნიშნული თასი გივი ბიჭიაშვილმა
და ზვიად კოტრიკაძემ გადასცეს.
„ჰიუნდაი“ დაჯილდოვდა ჩემპიონი გუნდისთვის განკუთვნილი
შესაბამისი სიგელებითა და მედლებით, რომლებიც ჩემპიონი გუნდის წევრებს ასევე კალათბურთის
ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათურთლმა გივი ბიჭიაშვილმა და ფედერაციის
საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ გადასცეს.
ტურნირზე ტრადიცულად დაწესებულია ტრაგიკულად დაღუპული
კალათბურთლის, რაჟიკო დარბაიძის სახელობის თასი, რომელიც სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა
კალათბურთელს გადაეცემა. ტიტულის მფლობელი გახდა „ჰიუნდაის“ უკანახაზელი დავით აფხაზავა,
რომელსაც თასი რაჟიკო დარბაიძის დედამ, ქალბატონმა ლალიმ, მწვრთნელმა გია ტეტელაშვილმა
და რაჟიკოს მეგობრებმა გადასცეს.