გალერეა
20-წლამდელთა
ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 2 შეხვედრას საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა
უმასპინძლა, რომელთაგან დაძაბულობით ვერც ერთი ვერ გამოირჩა.
ნიკო ჩერქეზიშვილის
გაწვრთნილმა “ჰიუნდაიმ” “სოხუმი” დაამარცხა. სოხუმელებმა ჩემპიონატში
პირველი გამარჯვება წინა ტურში მოიპოვეს, რითაც სტიმული კი მიეცათ, მაგრამ დღევანდელ
შეხვედრაში წარმატების შანსი არ ჰქონიათ.
ჰიუნდაელებმა
პირველი, მეორე და მესამე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ
საქმე მოგვარებული ჰქონდათ – 26 ქულით იგებდნენ და დარჩენილი 10 წუთიც ფიქტიური გამოდგა,
რომელიც სოხუმელებმა დამაჯერებლად მოიგეს, თუმცა საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ –
65:74.
სანდრო სანაძემ
გამარჯვებულებს 15 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით ულიდერა. 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა
კახა ტომარაძემ, ხოლო სანდრო ბოლქვაძის ანგარიშზე 14 ქულა და 5 პასი დაგროვდა.
“სოხუმში” ტრადიციულად გურამ კენჭიაშვილი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა,
ილია პატარაიას კი 11 ქულა დაუგროვდა.
მეორე მატჩი
“აკადემიასა” და “ქუთაისს” შორის საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ დაძაბულობამ ქუთაისელთა გააქტიურებასთან
ერთად იკლო. კობა კირთაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე მეოთხედი 22:11მოიგო და ტემპი
არც დიდი შესვენების შემდეგ დააგდო. უჩა გამრეკლიძის, გიორგი ცირეკიძისა და ლევან გრძელიძის
წინაძღოლობით ქუთაისლებმა დარჩენილ დროში ლიდერობა 29 ქულამდე გაზარდეს და საბოლოოდ
78:49 გაიმარჯვეს.
სტუმართა რიგებში
გამრეკლიძე 24 ქულითა და 22 მოხსნით გამოირჩა, გრძელიძემ 15 ქულა და 8 პასი მიითვალა,
ხოლო ცირეკიძის ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
ხვალ, საკალათბურთო
აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3 შეხვედრა გაიმართება:
აკადემია – ოლიმპი 10:30
შსს აკადემია – ქუთაისი 12:30
ჰიუნდაი – რუსთავი 14:30
მატჩისშემდგომი კომენტარები
ჰიუნდაი – სოხუმი 74:65
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის”
მთავარი მწვრთნელი): ამ თამაშზე ვერაფერს ვიტყვი, ჩვენთვის მთავარი ბრძოლა
ოთხეულში დაიწყება, მთლიანად პლეი ოფებზე ვართ ორიენტირებული და მაქსიმალურად ვემზადებით,
რათა ნახევარფინალებს სათანადო ფორმაში შევხვდეთ.
თემურ კანკია(,,სოხუმის” მთავარი
მწვრთნელი): მივულოცავ ,,ჰიუნდაის” გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას,
ჩვენზე გამოცდილი და ძლიერი გუნდია და ეს შედეგი ლოგიკური იყო.
აკადემია – ქუთაისი 49:78
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): ქუთაისი ძალიან ძლიერი მეტოქეა და მათი დამარცხება ჩვენს
გუნდს ნამდვილად არ შეეძლო, მითუმეტეს, რომ ასაკობრივად ყველაზე პატარა გუნდი ვართ
და სიმაღლის პრობლემაც გვაქვს. მივულოცავ ქუთაისს გამარჯვებას.
კობა კირთაძე(,,ქუთაისის’’ მთავარი
მწვრთნელი): ,,აკადემია’’ ახალგაზრდა და მომავალზე გათვლილი გუნდია,
1-2 წელიწადში ის საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება. ჩვენ უფრო გამოცდილები ვართ, სიმაღლეშიც ვჯობივართ
არა მარტო ,,აკადემიას’’, არამედ სხვა გუნდებსაც. ამიტომ, დღეს არ გაგვიჭირდა, ბიჭებმა
დალაგებულად ითამაშეს, მოსაგები თამაში იყო და ასეც მოხდა.