,,ჰიუნდაის’’ იოლი გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,ჰიუნდაის’’ იოლი გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა”ჰიუნდაისა”
და “რუსთავს” შორის ბრძოლა არ შედგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის
გაწვრთნილმა გუნდმა ქვემოქართლელებს პირველ მეოთხედში 14:3 მოუგო, რითაც ცხადყო,რომ
აღნიშნულ შეხვედრაში გაიმარჯვებდა.
“ჰიუნდაის”
რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია, თუმცა ვინც ჰყავს, ისინიც საკმარისი იყვნენ ახალგაზრდა
კალათბურთელებით მოთამაშე “რუსთავის” დასამარცხებლად. ქვემოქართლური გუნდი
ძირითადად 16-17 წლის კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და მათი მიზანი, როგორც
გუნდის ხელმძღვანელები აცხადებენ, ახალგაზრდების განვითარებაა.
მეორე მეოთხედი
ჰიუნდაელებმა  25:16 მოიგეს და მატჩის ბედი
უკვე დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. საბოლოოდ ჩერქეზიშვილის გუნდმა 69:45 მოიგო
და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

“ჰიუნდაიში”
25 ქულით საუკეთესო გუგა ძიძიგური გახდა, ხოლო რუსთაველთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერც
ერთმა კალათბურთლმა ვერ მიაღწია. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ჯაფარიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
ბიჭები ვერ შეხვდნენ ამ თამაშს მომზადებულები, პირველი 8 წუთი ქულაც არ გვქონდა გაკეთებული.
შემდეგ თითქოს გამოვასწორეთ, თუმცა ამხელა სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოვახერხეთ. ,,ჰიუნდაიმ’’
ძალიან კარგად ითამაშა და ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ძლიერი გუნდია, ჩემპიონობის
ერთ-ერთი კანდიდატი. ჩვენ კი უფრო ახალგაზრდებზე ვმუშაობთ.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი(,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი): ამ
ეტაპზე შესუსტებული გუნდი ვართ, რადგან 4 მოთამაშე გვაკლია. გავიმარჯვეთ, თუმცა ეს
არ არის ჩვენი მაქსიმუმი, შეიძლება ითქვას, ყველა შეხვედრაზე ვვარჯიშობთ და არ ვთამაშობთ.
გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ.