ჰიუნდაის იოლი გამარჯვება რუსთავში

ჰიუნდაის იოლი გამარჯვება რუსთავში

სტატისტიკა20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს რუსთავმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ 20-წლამდელთა
ნაკრებზე დაფუძნებული გუნდი „ჰიუნდაი“ ჩავიდა და იოლი გამარჯვება მოიპოვა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა მატჩის
ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს, მანამდე კი პირველი პერიოდი 20:14, ხოლო მეორე –  27:7 მოიგეს.

ჰიუნდაელებმა საბოლოოდ 98:65 მარჯვეს და მიმდენარე სეზონში
ორიდან მეორე შეხვედრა მოიგეს. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 1 მოხსნით გიორგი კორსანტიამ
ულიდერა. 18
ქულა კოკა ფიფიამ მოაგროვა, ხოლო ლუკა გიორგაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.