ინტერვიუ 20-წლამდელთა ჩემპიონ ,,სოხუმის” მწვრთნელთან დიმიტრი ჟაკობოვთან

ინტერვიუ 20-წლამდელთა ჩემპიონ ,,სოხუმის” მწვრთნელთან დიმიტრი ჟაკობოვთან

დასრულდა 2012
წლის 20-წლამდელთა ასაკობრივი ლიგა, სადაც ჩემპიონის ტიტული სოხუმის გუნდმა მოიპოვა,
რომელმაც  ფინალურ სერიაში თბილისის ,,დინამო“
2:1 დაამარცხა.

20-წლამდელთა ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ 20 და 18-წლამდელთა ასაკობრივ
ჩემპიონატში სოხუმის კლუბის მწვრთნელსა და 16-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელის
ასისტენტს დიმიტრი ჯაკობოვს გავესაუბრეთ, რომლის თავკაცობით ,,სოხუმი“
18-წლამდელთა ლიგაში
შარშანაც  ჩემპიონი

გახდა.  

– როგორ შეფასებთ 20-წლამდელთა მიმდინარე სეზონს და რამ განაპირობა სოხუმის გუნდის წარმატება?

 – პირველ რიგში,
მსურს მადლობა გადავუხადო ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობას, იმისთვის, რომ დონე
ყოველ წელს იზრდება. აგრეთვე მადლობას გადავუხდი ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს,
მოთამაშეებს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და მსაჯ-მდივნებს, რომელთა გარეშეც ასეთი საინტერესო
და დაძაბული ჩემპიონატი არ ჩატარდებოდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უფროს კოლეგას, ლიკა ქაჯაიას (,,სოხუმის” 20-წლამდელთა გუნდის მთ.მწვრთნელი)
და ჩემი გუნდის მოთამაშეებს უდიდესი  შრომისთვის, მონდომებისთვის
და თავდადებისთვის. მათ ყველაფერი გააკეთეს მიზნის მისაღწევად და მათით ძალიან ვამაყობ.
მადლობა გუნდის ხელმღვანელობას მხარში დგომისთვის და მადლობა ყველა  გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ჩვენი გუნდი პირველი
დღიდან ბევრს შრომობდა, ჩვენ ყველაფერს დიდი ინტერესითა და მონდომებით ვაკეთებდით ყველაფერს
და რაც მთვარია ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდით. ჩვენი  მიზანი იყო შეგვექმნა ერთიანი
გუნდი და ჩემი მთავარი პრინციპი იყო ,,ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის“. ჩვენი  წარმატების ფუნდამენტი არის დისციპლინა, ენთუზიაზმი და 
შრომა, რის გარეშეც გუნდი ვერასდროს მიაღწევას წარმატებას. 

– რას იტყვით
ფინალურ სერიაზე?

 – რაც შეეხება ფინალურ
სერიას, მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მეტოქეს ასეთი კარგი თამაშისთვის და ბრძოლისთვის.
 ,,დინამო“ თავის მწვრთნელებითა და შემადგენლობით
მართლაც ბრწყინვალე გუნდია  და დიდი წინააღმდეგობა
გაგვიწია. ფინალური სერია ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავდაპირველად  სოხუმი სერიას აგებდა (0:1) და ჩვენ არ გვქონდა
საშუალება რომ პირველ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე გვემუშავა, რადგანაც განმეორებითი მატჩი მეორე
დღესვე იყო დანიშნული. ჩვენ  გავარჩიეთ ვიდეოჩანაწერი,
გავაკეთეთ სწორი ანალიზი, ვიმუშავეთ თეორიულად და მეორე დღეს ხარვეზები მინიმუმამდე
დავიყვანეთ. გადამწყვეტ მატჩში, სადაც შეხვედრის ბედი ბოლო წამბეზე გადაწყდა, ბიჭებმა
შეძლეს მობილიზება და სწორად შეასრულეს მიცემული დავალებები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
შესაბამისად სოხუმის  გუნდმა მიაღწია იმ მიზანს
რომელიც სეზონის დასაწყისშივე დაისახა. 

– წლევანდელ სეზონში
რომელ გუნდს გამოარჩევდი?

 –  თვალყურს ვადევნებდი ყველა ასაკობრივ პირველობას
და ვფიქრობ ყველაზე დიდი დაძაბულობით 20-წლამდელთა ლიგა გამოირჩეოდა, სადაც  ყველა გუნდი საკმაოდ ძლიერი  იყო და ამ ჩემპიონატში ბევრი კარგი კალათბურთელი იღებდა
მონაწილებას, განსაკუთრებით, კი ხუთეულის გუნდებს გამოვყოფდი. ვფიქრობ, ზოგადად ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა ჩემპიონატმა, პლეიოფისთვის
 გუნდები შესანიშნავ ფორმაში შევიდნენ. მაგალითად მეოთხედფინალში მე-8 ადგილოსანმა
,,თბილისის კარდინალებმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ,,სოხუმს“. ამ გუნდმა შესანიშნავი
თამაში აჩვენა და მატჩის ბედი შეხვედრის ბოლო წუთებზე გადაწყდა.  

– აუცილებლად
უნდა შევეხოთ 16-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების
თემას, სადაც შენ ერთ-ერთი მწვრთნელი ხარ. როგორ შეაფასებდი კადეტთა ნაკრებს ?

– ბევრი
ფიქრობს რომ ეს ნაკრები წინა წლების ნაკრებებთან შედარებით სუსტია, მაგრამ მე ასე არ
ვთვლი. მიმაჩნია, რომ წარმატების ფუნდამენტი დიდი შრომაა და თუ მოვინდომებთ და  ყველაფერს დიდი ინტერესით გავაკეთებთ, აუცილებლად
მივაღწევთ მიზანს.  როგორც ნაკრების ერთ-ერთი
მწვრთნელი, ვერ ვიტყვი რომელ ადგილს დავიკავებთ, მაგრამ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ 
ჩემპიონატში 
კარგად ვიასპარეზებთ. ნაკრებში ძალიან ბევრი პერსპექტიული მოთამაშეა,
რომელთაც შეუძლიათ  დიდი კალთბურთის თამაში.  ვთვლი, რომ ამისთვის უმნიშვნელოვანესია დისციპლინა.
თუ გუნდში მოთამაშე დისციპლინირებული იქნება,
ის ყოველთვის მიაღწევს მიზანს.

 – რა შანსები აქვს 16-წლამდელთა ნაკრებს  ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებზე, სადაც საქართველო ნაკრები C ჯგუფში მიონეტენეგროს, ბოსნიას, რუმინეთსა და ესტონეთს დაუპირისპირდება?

– საკმაოდ
ძლიერ ჯგუფში მოვხდით  და წინასწარ ვერაფერს
გეტვით, მაგრამ ვეცდებით მაქსიმალურად კარგად 
ვიასპარეზოთ ამ პირველობაზე. შანსებთან დაკავშირებით კი  თავს შევიკავებ. უშუალო კონკურენტებად ბოსნიას და  მონტენეგროს მივიჩნევ, რომლებიც  ყოველთვის ძლიერი გუნდებით გამოირჩეოდნენ და  ფავორიტებად
მათ დავასახელებდი. არანაკლებ მებრძოლი გუნდი ჰყავთ ესტონეთსა და რუმინეთს, ასე, რომ  ვნახოთ
რა და როგორ იქნება. ჯერჯერობით არცერთი გუნდის თამაში 
გვინახავს

 და მათზე კონკრეტულად მაშინ შემეძლება საუბარი, როდესაც მათ მატჩებს ვიხილავ.

– რა ძირითადი
ხარვეზი აქვს ჩვენს ნაკრებს ამ ეტაპზე?

– ფიზიკურად
და აღნაგობით ძალიან განვსხვავდებით სხვა ევროპული გუნდებისგან. ამ ასაკში სიმაღლის
დიდი პრობლემა გვაქვს, რასაც, რა თქმა უნდა, ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ფიზიკურ სიძლიერეზე
მაქსიმალურად ვიმუშავებთ. ჩვენი მიზანი იქნება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოთამაშეები
მოვამზადოთ  როგორც  ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად,
ტექნიკურად და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად.

 – რას იტყვი შენს სამომავლო გეგმებზე ?

– სეზონი დასრულდა, თუმცა სოხუმის კლუბთან კონტრაქტი
მაისის ბოლომდე მაკავშირებს.  მომავალში თუ
 სხვა შემოთავაზება მექნება დავფიქრდები,
მაგრამ აუცილებლად იმ გუნდში ვიმუშავებ, რომელიც  მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება კადეტთა
ნაკრებს, ველოდებით 16-წლამდელთა ფინლური სერიის გადამწყვეტ მატჩს და სეზონის დასრულებას.
მაისის ბოლოს შევიკრიბებით და ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებთ მომზადებას.  გვექნება  საკონტროლო მატჩები და  ნაკრების კანდიდატთაგან  12 საუკეთესო მოთამაშეს შევარჩევთ.

– შენთვის, როგორც
მწვრთნელისთვის, რა არის კალათბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ჩემი
საქმისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ და ყოველი ვარჯიში დღესასწაულია. ჩემპიონატი დასრულდა
და უკვე ერთი სული მაქვს, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი.  როგორც მწვრთნელისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია მოთამაშეებში ავტორიტეტის მოპოვება ჩემი შრომითა და მათთან ურთიერთობით.  მთავარია გავაკეთო, ისე რომ მოთამაშემ მიიღოს
სიამოვნება ვარჯიშისა და თამაშის პროცესის დროს და  ყველაფერს ინტერესითა და მონდომებით მიუდგეს. მოთამაშემ  ვარჯიში კარგ ხასიათზე უნდა დაასრულოს და მოუთმენლად
დაელოდოს მომდევნოს.  ვარჯიშის პროცესი  მათთვის  დღესასწაულად უნდა იქცეს. 

– უპირატესობას
ევროპულ კალთბურთს ანიჭებ თუ ამერიკულს?

– როგორც
მწვრთნელი ტაქტიკურად  ვეროპულ კალათბურთს ვანიჭებ 
უპირატესობას, სანახაობრივად კი ნბა-ს ვერაფერი შეედრება. 

– და ბოლოს,
რომელია  შენთვის მისაბაძი მწვრთნელი?  აქვე შენი საყვარელი კლუბი და მოთამაშე დაგვისახელე
… 


ჩემი საყვარელი მწვრთნელები – დევიდ ბლატი და ეტორე მესინა არიან. მოთამაშეებიდან
– მაიკლ ჯორდანი, ხოლო მოქმედი კალათბურთელებიდან  ანდრეი კირილენკოს გამოვარჩევდი.  რაც
შეეხება კლუბებს, მოსკოვის ,,ცსკა“-ს  გულშემატკივარი
ვარ.