კარდინალის სადებიუტო გამარჯვება

კარდინალის სადებიუტო გამარჯვება

20-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატის  1-ელი ტური, რომელიც გუშინ ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში  დაიწყო,
  დღეს თბილისის 
სპორტის სასახლეში გაგრძელდა.

ტურის
დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს დებიუტანტი თბილისის  კარდინალი და რუსთავი დაუპირისპირდნენ.  დაძაბულ და საინტერესო მატჩში საბოლოოდ კარდინალმა
იმარჯვა, რომელმაც ქვემოქართლელებს 3 ქულის სხვაობით, 79:76 სძლია.

გამარჯვებულ გუნდს 31 ქულით  ბექა  რუდუშაურმა
ულიდერა, ხოლო რუსთაველთა შემადგენლობაში  საუკეთესო
23 ქულით ზაზა გაგნიძე იყო, ხოლო 13 ქულითა და 
14 მოხსნით ორმაგი დუბლი ჯაბა არაბულმა მიითვალა.