მაკაბიმ რუსთავში გამარჯვებით პლეი ოფის შანსი შეინარჩუნა

მაკაბიმ რუსთავში გამარჯვებით პლეი ოფის შანსი შეინარჩუნა

 შედეგები
 გალერეა დღეს რუსთავსა და ქუთაისში 20-წლამდელთა ჩემპიონატის
მატჩები გაიმართა. ორივე შეხვედრა საკვანძო იყო, რადგან ორივე ქალაქში გუნდებმა რეგულარული
ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური ითამაშეს და 2 მათგანისთვის მატჩის შედეგებს განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჰქონდა.

„მაკაბიმ“ რუსთავში ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ
მატჩის უმეტესობა ჩამორჩებოდა, ბოლო მეოთხედი მძლავრად ჩაატარა და ჰაერივით საჭირო
გამარჯვება მოიპოვა. წაგების შემთხვევაში ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილი მაკაბელები პლეი
ოფში გასვლის შანსს კარგავდნენ, თუმცა იმარჯვეს და ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.

„ქუთაისს“ შინ „სოხუმი“ რომ დაემარცხებინა, მაკაბელთა
ძალისხმევას აზრი დაეკარგებოდა, რადგან იმერული კლუბი ოთხეულში ადგილს გაინაღდებდა,
თუმცა ლიდერმა „ქუთაისმა“ დამაჯერებლად – 94:60 იმარჯვა და ყველაფერი ბოლო ტურზეა დამოკიდებული.
11 აპრილს ქუთაისში „მაკაბი“ ადგილობრივ გუნდს შეხვდება და ვინც გაიმარჯვებს, პლეი
ოფის ბოლო, მეოთხე საგზურს მიიღებს. რაც შეეხებათ ცხრილის პირველ სამეულს, ბოლო ტური
ვერ მოახდენს იმაზე გავლენას, რომ პირველზე „სოხუმი“ გავიდეს, მეორეზე – „აკადემია“,
ხოლო მესამეზე – „ვითა“.
რუსთავი – მაკაბი    68:86

ქუთაისი – სოხუმი    60:94