შედეგები
გალერეასაქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დღეს გამართულ
ტურში 2 მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი მარცხი განიცადა ლიდერმა „სოხუმმა“,
ხოლო აუტსაიდერმა „მაკაბიმ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„სოხუმმა“ ჩემპიონატი 4 გამარჯვებით დაიწყო და მთავარი
ფავორიტის სტატუსი მოირგო. დღეს სოხუმელთა ლიდერობას წყალი „აკადემიამ“ შეუყენა, რომელმაც
თემურ კანკიას გუნდი 9 ქულის სხვაობით – 68:59 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიელებმა შეხვედრა შედეგიანად
დაიწყეს და მეორე პერიოდში მათმა უპირატესობამ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, თამაშის ბედი
მაინც ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც ფრე – 46:46 იყო.
ბოლო ათწუთეულში „აკადემიამ“ სწრაფი და შედეგიანი თამაშის
წყალობით 22:13 იძალა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია. 17 ქულით ბომბარდირი გიორგი
თევდორაშვილი გახდა, 12 ქულა და 7 მოხსნა ნიკა დარბაიძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო
გიორგი ცხოვრებოვი აკადემიელებს 15 ქულით შეეშველა.
„მაკაბიმ“ პირველი გამარჯვება „ქუთაისთან“ მოიპოვა.
თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა მაკაბელებმა უპირატესობა
მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. გამარჯვებულებს 20 ქულით
თორნიკე გოგელაშვილმა ულიდერა, 14 ქულა და 12 მოხსნა ლევან ბეროშვილის ანგარიშზეა,
რეზო მაღლაფერიძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
დაბოლოს „ვითასა“ და „რუსთავის“ დაძაბულ მატჩზეც ვთქვათ.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის ბოლო უპირატესობას ვითელები დაეუფლნენ,
რომლებმაც ანრი რუხაძის, ლუკა გიორგაძისა და ნიკა წირღვავას შედეგიანობით 3 ქულის სხვაობით
– 78:75 იმარჯვეს და ცხრილში 2-3 ადგილებს „აკადემიასთან“ იყოფენ. პირველობა კი ისევ
„სოხუმს“ უპყრია, რომელსაც მდევრებთან ჰანდიკაპი 1 ქულამდე შეუმცირდათ.
შემდეგი ტურის სამივე მატჩი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში
8 დეკემბერს გაიმართება.
სოხუმი – აკადემია 59:98
ვითა – რუსთავი 78:75
მაკაბი – ქუთაისი 89:66