მე-3 ადგილის მფლობელი რუსთავი გახდა

მე-3 ადგილის მფლობელი რუსთავი გახდა

სტატისტიკაგალერეა20-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი „რუსთავი“
გახდა. ქვემოქართლურმა გუნდმა დღეს, საკალათბურთო აკადემიაში ამავე სახელწოდების გუნდი დიდი
უპირატესობით დაამარცხა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

თანაბარი ბრძოლა მხოლოდ შეხვედრის დებიუტში, ისიც რამდენიმე
წუთს გაგრძელდა, სანამ ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. მე-5 წუთიდან საქმეში რუსთაველთა
შორი არტილერია ჩაერთო. ერეკლე ლორთქიფანიძეს ზუსტ შორ სროლებში ტანმაღალი დავით ბარამიძეც
შეუერთდა და სტუმართა ლიდერობის ზრდამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

ბარამიძე ფარქვეშაც აქტიური იყო და შეხვედრის ბოლოს
მის ანგარიშზე 28 ქულასთან ერთად 21 მოხსნა დაგროვდა. ბომბარდირი კი ირაკლი ერეკლე
ლორთქიფანიძე გახდა, რომელმაც შეხვედრა 33 ქულით დაასრულა.

პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველები 15 ქულით იგებდნენ
და მესამე პერიოდში ლიდერობას 9 ქულაც მიამატეს. ბოლო მეოთხედს ფაქტობრივად აზრი დაეკარგა
და ფორმალურ თამაშში რუსთაველები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ. 

ხსენებულ ლორთქიფანიძესა და ბარამიძესთან ერთად რუსთაველთაგან
17 ქულით თორნიკე ქიტოშვილი გამოირჩა, 10 ქულა დაგროვდა გიორგი დვალის ანგარიშზე. აკადემიელთაგან
15-15 ქულით ბომბარდირობა გაიყვეს ნიკა ამირხანაშვილმა და გიორგი თევდორაშვილმა. ნიკა
დარბაიძემ შეხვედრა 9 ქულით და 21 მოხსნით დაასრულა.
 ერეკლე ლორთქიფანიძე
(„რუსთავის“ კალათბურთელი):  ვფიქრობ ჩვენს გუნდს წელს ბევრად  მეტი შეეძლო, თუმცა მესამე ადგილიც არ არის ცუდი.  წლევანდელ სეზონში საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა იასპარეზეს
და მთლიან ჯამში სეზონს დადებითად შევაფასებდი.

ოთარ ხმელიძე
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): სატურნირო ცხრილში
ქულები უსამართლოდ დაგვაკლეს.  რომ არა ეს ფაქტორი,
ვფიქრობ, ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით. ჩვენს გუნდს წლევანდელ სეზონში ფინალში
უნდა ეასპარეზა და  მინიმუმ მეორე ადგილი უნდა
დაგვეკავებინა.  თუმცა ურიგო არც  მესამე საპრიზო ადგილია.