შედეგები
გალერეა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩს უმასპინძლა
დღეს თბილისის სპორტის ახალმა სასახლემ. ტურნირის მონაწილე ექვსივე გუნდმა მონაწილეობა
მიიღო მორიგ ტურში, რომელიც ვერ გამოდგა დაძაბული.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „სოხუმი“ და „რუსთავი“
დაუპირისპირდნენ. ეს გუნდები იყვნენ მხოლოდ, რომლებსაც 2 ტურის შემდეგ მოგება არ ჰქონდათ
და მათი დაპირისპირების შემდეგ ასეთად „სოხუმი“ დარჩა. შესაბამისად, რუსთაველებმა გამარჯვების
მოპოვება შეძლეს, რაც მესამე პერიოდში მათი ქებული გარჯის დამსახურებაა. გუგა პატაშურისა
და ირაკლი წიქარიშვილის წინამძღოლობით ქვემოქართლელებმა მესამე პერიოდი 28:14 მოიგეს
და თმაშის ბედი გაარკვიეს.
პატაშურმა გამარჯვებულებს 30 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა,
ხოლო წიქარიშვილმა რუსთვცელებს 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი შეაშველა. სოხუმელთაგანაც
2 ორმაგი დუბლი დაფიქსირდა: რატი ტოლიაშვილმა 16 ქულა-12 მოხსნა მიითვალა, ხოლო რეზი
ჩიქოვანმა 16 ქულა და 11 მოხსნა.
მეორე მატჩში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი „არმიას“
დაუპირისპირდა. საბოლოოდ 4-ქულიანი სხვაობა კი დაფიქსირდა, თუმცა მატჩის ბედი ბოლო
პერიოდში გარკვეული იყო და ბოლო წუთებზე „ზაზას“ წევრებმა ჩმორჩნის მინიმუმამდე შემცირება
შეძლეს – 61:65. არმიელებს ვასილ მჭედლიშვილმა
21 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა. გამარჯვებილთაგან სხვამ ვერავინ მიაღწია 10-ქულიან
ზღვარს. „ზაზაში“ 24 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დაჩი დვალაძე, ლუკა კალატოზიშვილმა
კი 12 ქულას მხოლოდ 5 ქულა მოაყოლა.
მესამე მატჩში „ჰიუნდაიმ“, რომელიც საქართველოს 20-წლამდელთ
ნაკრების საბაზისო გუნდია, 84:73 დაამარცხხა „ქუთაისი“.თამაში ჰიუნდაელთა მცირე უპირატესობით
რომ დაიწყო, მთელი თამაში ასე მიმდინარეობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი
საშუალოდ 10-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა და თამაში ისე ჩაამთავრა, მეტოქე ახლოს არ
მიუშვია.
„ჰიუნდაის“ 19 ქულითა და 16 მოხსნით გიორგი კორსანტიამ
ულიდერა, ხოლო 15 ქულა და 14 მოხსნა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა. ლადო ფურცხვანიძის
27 ქულა და 14 მოხსნა ქუთაისელებს გასამარჯვებლად არ ეყოთ.
მომდევნო მატჩი 11 ნოემბერს, რუსთავში გაიმართბა. ქვემოქართლელები
„ჰიუნდაის“ უმასპინძლებენ.
სოხუმი – რუსთავი 76:95
არმია – ზაზა 65:61
ჰიუნდაი – ქუთაისი 83:71