მორიგი ტური ოვერტაიმით დასრულდა

მორიგი ტური ოვერტაიმით დასრულდა

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურს უმასპინძლა. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს ,,მაკაბი“ და  შსს აკადემია დაუპირისპირდნენ, სადაც აკადემიელებმა
99:72 იმარჯვეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი შსს- ს გამარჯვებით დასრულდა, რომელიც დიდ
შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით, 50:39 გავიდა. მესამე მეოთხედში ,,ძალოვნები“
კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ანგარიშში სხვაობაც უფრო სოლიდური გახადეს –
76:51. დასკვნით მეოთხედში მაკაბელებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და მორიგი მარცხი
განიცადეს. შსს აკადემიას 22 ქულით ალექსანდრე ოკრიბელაშვილმა ულიდერა, ხოლო ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: შოთა გელაზონიამ 15 ქულა და 11მოხსნა მიითვალა,
ხოლო ბექა ჭიჭვეიშვილმა – 13 ქულა და 11მოხსნა. ,,მაკაბის“ მხირდან ორმაგი დუბლი ავტორი
ლევან რევაზაშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულა და 11 მოხსნაა.  

,,სოხუმისა“ და  ,,თბილისის კარდინალების“ შეხვედრა სოხუმელთა იოლი
მოგებით 86:58 დასრულდა, რომელთაც ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და მატჩში დიდი
სხვაობით იმარჯვეს. ,,ზღვისპირელებს“ ოთო ბულიავამ ულიდერა, რომელმაც 27 ქულითა და
10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,კარდინალის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით,
15 ქულითა და 13 მოხსნით გიორგი ხარაძე გამოირჩა.
 

უაღრესად საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა დღის ბოლო
შეხვედრა – სტუ-მ ,,ქუთაისს“ უმაპინძლა და ოევრტაიმში 89:93 მარცხი განიცადა. შეხვედრის
პირველი ნახევარი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულა,  რომელთაც ტაიმში 10 ქულის სხვაობით 39:29 იმარჯვეს.
მესამე მეოთხედში ,,ტექნიკოსები“ გააქტიურდნენ და თანაბრად ებრძოლენ მეტოქეს, ხოლო
დასკვნით მეოთხედში  შეუჩერებლები აღმოჩნდნენ
და მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 80:80 დაასრულეს. დამატებით დროში ,,ქუთაისმა“ შეძლო
თამაშზე მობილიზების მოხდენა და საბოლოოდ მეტოქეს 4 ქულის სხვაობით სძლია.  ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში გიორგი ტეტელაშვილი
გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და სამმაგ დუბლამდე
ერთადერთი პასი დააკლდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზურაბ მაჩალაძემ, რომლის ანგარიშზეც
14 ქულა და 11მოხსნაა.  ,,ქუთაისელებს“კი  ორმაგი დუბლი, 38 ქულითა და 18 მოხსნით ავთანდილ
ლომინაშვილმა ულიდერა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის
დასკვნითი მატჩი 2 მარტს რუსთავში გაიმართება. ადგილობრივი ,,რუსთავი“ ,,დინამოს“
11 საათზე უმასპინძლებს.