მოზარდი კალათბურთელები ესპანეთში “სასკი ბასკონიას” საწვრთნელ კემპს გადიან

მოზარდი კალათბურთელები ესპანეთში “სასკი ბასკონიას” საწვრთნელ კემპს გადიან

VIDEOესპანეთის ქალაქ  ვიტორიაში „სასკი ბასკონიას“ კემპი მიმდინარეობს, სადაც 16 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას“ თანამშრომლობის ფარგლებში ესპანური კლუბის საკალათბურთო კემპი თბილისში 18-21 ივლისს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პერსპექტიულმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა.
აღნიშნული პროექტი მესამე წელია მიმდინარეობს და ცნობილი ესპანური კლუბის სამწვრთნელო კემპიც თბილისში მესამედ ჩატარდა, სადაც ესპანელი სპეციალისტების მიერ 16 საუკეთესო კალათბურთელი შეირჩა: გიორგი ბიჭიაშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, დაჩი ქავთარაძე, გიგი ტაბაღუა, მათე კაპანაძე, დათა გოგაძე, რომა ჭინჭარაული, ირაკლი კილაძე, ლუკა ხუციშვილი, გიორგი მოსიაშვილი, საბა მურღულია, ნუგზარ ბოჭორიშვილი, ლუკა დოლიძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე და სანდრო კასაბური. მოზარდებთან ერთად „სასკი ბასკონიას“ მოსამზადებელ კემპს გადის 16-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრების ასისტენტ-მწვრთნელი თემურ კანკია.
„ბასკონიას“ წინასასეზონო კემპი ვიტორიაში 9 სექტემბრამდე გაგრძელდება, მანამდე კი გთავაზობთ კემპზე მონაწილე კალათბურთელების და მწვრთნელის კომენტარებს “სასკი ბასკონის” მიმდინარე  კემპის შესახებ.  

(მათე კაპანაძის, გიორგი მოსიაშვილის, ირაკლი კილაძის და თემურ კანკიას კომენტარები ესპანეთში მიმდინარე “სასკი ბასკონიას” კემპის შესახებ)