ნახევარფინალურ სერიაში აკადემია დაწინაურდა

ნახევარფინალურ სერიაში აკადემია დაწინაურდა

 სტატისტიკა 
 გალერეა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური
სერიები „აკადემიისა“ და „ვითას“ დაპირისპირებით დიწყო. თბილისის სპორტის ახალ სასახლეში
ამ გუნდებს შორის სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომლის საწყისი 3 პერიოდი დაძაბული
იყო, ხოლო გადამწყვეტ მეოთხედში აკადემიელთა ქებული თამაშის წყალობით 14-ქულიანი სხვაობა
დაფიქსირდა. 

მაღალი შედეგიანობა გამოიჩინა აკადემიელთა ფორვარდმა
გიორგი ქავთარაძემ, რომლის შორმა სროლებმა „ვითა“ წელში გატეხა. ქავთარაძემ 8 ცდიდან
6 სამიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 28 ქულა მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ
სოსო გოგნაძეს, „ვითაში“ კი 17 ქულით საუკეთესო რატი ნუცუბიძე გახლდათ.

სერია 2 მოგებამდე გრძელდება. მეორე მატჩი ხვალ, 19
მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.