ნახევარფინალურ სერიაში ოლიმპი დაწინაურდა

ნახევარფინალურ სერიაში ოლიმპი დაწინაურდა

20-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. ნახევარფინალური
სერიის პირველი მატჩი გაიმართა რეგულარული ჩმპიონატის მომგებ „ოლიმპსა“ და „რუსთავს“
შორის. შეხვედრას საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.

რუსთაველები, რომლებსაც ისედაც მოკლე სკამი ჰყავთ, მატჩის
მე-6 წუთზე ძირითადი გამთამაშებელი გამოაკლდათ. თორნიკე ქიტოშვილმა სათამაშო ეპიზოდში
ტუჩი გაუსკდა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. არადა, რუსთაველებმა კარგად დაიწყეს
და ზედიზედ ჩაგდებული 3 სამქულიანის შემდეგ შეხვედრას მცირედით, მაგრამ მაინც იგებდნენ.

პირველი მეოთხედისმეორე ნახევარში სიტუაცია რადიკალურად
შეიცვალა. ოლიმპელებმა მოახერხეს მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება, დაცვაში მედგრად
იდგნენ, ხოლო შეტევაში სწრაფი გარღვევებით ქულას ქულაზე იხვეჭდნენ. შედეგად, ლევან
ქარაბაკისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა
მოიპოვეს და თმაში ისე ჩამთავრდა, „რუსთავს“ ნასპინძლებთან მიახლოვების შანსი არ მისცემია.

საბოლოოდ 91:70 და „ოლიმპი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა.
გამარჯვებულებს 24 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა. 20 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა არჩილ
პულუზაშვილს, ხოლო ნუგზარ აბულაძემ ოლიმპელებს 15 ქულა მიაშველა. რუსთაველთაგან 2 მოთამაშე
გამოირჩა: ერეკლე ლორთქიფანიძემ 25 ქულა მიითვალა, ხოლო გიორგი დვალმა – 23.

სერიის მომდევნო მატჩი რუსთავში 6 მაისს რუსთავში გაიმართება.
მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში სერიის გადამწყვეტი, მესამე შეხვედრა თბილისში
ჩატარდება. 
ოლიმპი – რუსთავი   91:70