ნახევარფინალურ სერიაში სოხუმი და დინამო დაწინაურდნენ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ნახევარფინალურ სერიაში სოხუმი და დინამო დაწინაურდნენ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა
20-წლამდელთა ნახევარფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ,,სოხუმი“ – ,,ქუთაისი“
და ,,დინამო“ – შსს აკადემია დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო ორივე მატჩი
უაღესად დაძაბული გამოდგა, რომლებსაც უამრავი  გულშემატკივარი დაესწრო.  ,,სოხუმმა“ ქუთაისის გუნდი 75:68 დაამარცხა და ნახევარფინალურ
სერიაში 1:0 დაწინაურდა. საწყისი ათწუთეული სოხუმელთა უპირატესობით წარიმართა. ,,ზღვისპირელები“
მატჩის მეორე წუთზე 3:0 დაწინაურდნე, რომლებმაც მეტოქეს კარგა ხანს ბურთის ჩაგდების
საშულება არ მისცეს. ამ მონაკვეთში მასპინძლები განსაკუთრებით კარგად გაისარჯნენ დაცვაში,
თუმცა ,,ქუთათურების“ შემტევი თამაშის წყალობით აღნიშნული მეოთხედის მიწურულს ფრე
– 14:14 დაფიქსირდა.  მეორე მეოთხედმა კიდევ
უფრო საინტერესოდ ჩაიარა და გუნდების გარდამავალი უპირატესოით წარიმართა. შეხვედრის
ამ პერიოდში, ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ და ხანც მეორე. საბოლოოდ კი პირველი ტაიმი
სოხუმელთა განარჯვებით დასრულდა, რომლებიც დიდ შესვენებაზე მინიმალური სხვაობით, 39:38
გავიდნენ.

პირველ ტაიმში დაწინაურებულმა ,,სოხუმმა“ უპირატესობა
მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა, თუმცა პერიოდის დასრულებამდე 1.10 უთით ადრე ქუთაისელებმა
შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და 51:51 დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, ,,იმერლებმა“
დარჩენილ დროში წინ გასვლა მაინც ვერ მოახერხეს და პერიოდში 1 ქულით ჩამორჩნენ –
53:54.

დასკვნით, გადამწყვეტ მეოთხედში დაძაბულობამ პიკს მიაღწია
და  თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა სოხუმელებმა
მძლავრი და აქტიური თამაშის ხარჯზე მოახერხეს დაწინაურება და დასკვნითი მეოთხედის მე-6
წუთზე 10 ქულიანი სხვაობით, 70:10 გავიდნენ წინ. 
დარჩენილ დროში ,,ზღვისპირელებმა“ შეძლეს 
უპირატესობის შენაჩუნება და ნახევარფინალურ მატჩში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს. 

ქუთაისის გუნდს 16 ქულა ავთანდილ ლომინაშვილმა შესძინა,
ხოლო ,,სოხუმს“ 20 ქულით დიმიტრი დვალიშვილმა ულიდერა.  დაზაბული მატჩის შემდეგ  ორივე გუნდი მწვრთნელებს გავესაუბრეთ, რომლებმაც
შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

დიმიტრი ჟაკობოვი
(სოხუმის მწვრთნელი):  პირველ რიგში მინდა მადლობა
გადავუხადო მოწინააღმდეგეს. ,,ქუთაისი“ ძალიან კარგი გუნდია და დამსახურებულადაა ნახევარფინალში.
მოედანზე მონდომებისთვის, შრომისთვის და თავდადებისთვის  დიდი მადლობა სოხუმის ბიჭებს, რომლებმაც მიზნის მიღწევისთვის
და გამარჯვებისთვის დღეს ყველაფერი გააკეთეს. ვულოცავ მათ ამ წარმატებას და აღვნიშნავ
რომ მათით ძალიან ვამაყობ. თამაში პირველი წუთებიდან ბოლო მომენტამდე დაძაბული იყო
და მატჩის ბედი ბოლოს გადაწყდა. გუნდს დავალებული ჰქონდა მაქსიმალურად აგრესიულად ეთამაშა
დაცვაში და მეტოქის თითოეულ მოთამაშეზე დიდი ზეწოლა მოეხდინა. გადამწყვეტ მომენტში
მათ ზუსტად შეასრულეს ჩემი მითითებები და მიზანს მივაღწიეთ – გავიმარჯვეთ ურთულეს მატჩში.
თუმცა ჩვენ  მოვიგეთ ბრძოლა და არა ომი. წინ
გველის ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში და ის შეცდომები, რომელიც დღეს დავუშვით
სამომავლოდ გამოსასწორებელი გვაქვს. რაც შეეხება ნახევარფინალში მოასპარზე გუნდებს,
ვფიქრობ, ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთ იქნება მომზადებული
როგორც ტაქტიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად.  

მალხაზ კოხრეიძე
(ქუთაისის მწვრთნელი): ზოგადად 20-წლამდელთა ლიგას და მასში მონაწილე მოთამაშეებს საკმაოდ
დადებითად შევაფასებდი. პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა მოდის, კალათბურთში რადიკალური
ცვლილებია და მოთხოვნაც დიდია. შესაბამისად თვითონ ბავშვებიც დიდ ინტერესში არიან და  თუ იქნება განათლების სამინისტროდან დახმარება და
მათთვის ხელის შეწყობა როგორც პროფესიული სპორტით დაკავებული ბავშვებისთვის, შესანიშნავი
იქნება. საქმე იმაშია, რომ ამ ასაკში ბავშვები 
ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და ის ინტენსიური წვრთნა, რომელიც ამ წლოვანების
მოთამშეებს სჭირდებათ, სამწუხაროდ ვერ ხერხდება. ჩვენი ვარჯიში ტარდება ძალიან გვიან
და 3-4 რეპეტიტორიდან  მოსული ბავშვი ცხადია
საჭირო სამუსაოს ვეღარ გისრულებს.

რაც შეეხება მატჩს, ვიტყოდი რომ ბრწყინვალე თამაში იყო.
 მიუხედავად იმისა, მოსამზადებლად საკმარისი
დრო გვქონდა, ჩვენი გუნდი მაინც არ იყო შესაფერის ფორმაში.   ორ ცენტრალურ თავდამსხმელს ავთანდილ ლომინაშვილსა
და თემურ ფხაკაძეს კოჭის ტრავმა აწუხებდათ და ახალი დაწყებული ჰქონდათ ვარჯიში. მეტოქეს
ძალიან გამართული დაცვა ჰქონდა  შორი დისტანციებიდანაც
გვაჯობა. სამწუხაროდ ჩენი გუნდი სრულფასოვნად არ იყო მომზადებული ამ თამაშისთვის ,
მაგრამ წინ მეორე შეხვედრაა.  ,,ქუთაისი“ საკუთრა
კედლებში ქუთაისია და ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება.  შემდეგ მატჩს იმედიანად ვხვდებით. კორექტივებს შევიტანთ
 როგორც დაცვაში, ისე თავდსახმაში.

 ამ მატჩის დასრულებისთანავე
გაიმართა ,,დინამოსა“ დაშსს აკადემიის დაპირისპირება, სადაც გუნდებს შორის უშეღავათო
ბრძოლა გაიმართა და საბოლოოდ ,,დინამოს“ 2 ქულიანი უპირატესობით, 84:82 დასრულდა. 

 დინამოლებმა
შეხვედრის საწყისი ათწუთეული თავიაანთ სასარგებლოდ წარმართეს და 23:17 დაწინაურდნენ.
 მეორე მეოთხედის საწყის წუთებში შსს აკადემიამ
მოახერხა უპირატესობის მოპოვება და წინ 25:23 გავიდა. დინამოს გუნდმა ანგარიშის გათანაბრება
მალევე მოახერხა( 25:25), თუმცა აკადემიელები მატჩის მე-5 წუთზე ჯერ 34:29 დაწინაურდნენ,
შემდეგ კი 40:34 გავიდნენ წინ. მიუხედავად ამისა, დინამოელებმა მალევე შეძლეს მეტოქეს
დაწეოდნენ (43:44) და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს, 34 წამით ადრე გიგა მეხრიშვილის
2-ქულიანის წყალობით 45:44 დაწინაურდნენ. მეხრიშვილის 2-ქულიანს  შსს აკადემიის მოთამასის ნუგზარ აბულაძის საპასუხო
2-ქულაინი მოჰყვა, რამაც ,,ძალოვნები“ ისევ წინ გაიყვანა – 45:46.  დრაამატული გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც ხან ერთი
გუნდი მოიპოვებდა უპირატესობას,  ხანაც მეორე.  მატჩის ამ მონაკვეთის მიწურულს წინ ,,დინამო“ გავიდა
 და პერიოდის მისსავე სასარგებლოდ,  71:62 დასრულდა.

 დაძაბულობამ
პიკს დასკვნით ათწუთეულში უწია. შეხვედის ბოლო პერიოდის მესამე წუთზე უპირატესობა დინამოს
გუნდი ფლობდა (78:68), თუმცა აკადემილებმა ბოლომდე იბრძოლეს და  მატჩის ძირითადი დროის დასრულებმდე 4:37 წუთით ადრე,
როდესაც დინამოელები 3 ქულას იგებდნენ – 78:75,  მერაბ ბოქოლიშვილის  ზუსტი 3-ქულიანის წყალობით ანგარიში ფრე –
78:78 გახადეს. მიუხედავად ამისა, ალეკო ჩოჩიასა და ირაკლი ალხანაიძის აქტიური და შემტევი
თამაშის წყალობით დინამოს გუნდი 81:79 დაწინაურდა.  დარჩენილ დროში დუდა სანაძემ 2 საჯარიმოდან ერთი
გამოიყენა და შეხვედრის ბოლოს (1:05 წუთით ადრე) გუნდებს შორის 3-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა
– 82:79. დარჩენილ დროში ალეკო ჩოჩია მერაბ ბოქოლიშვილზე დაჯარიმდა, რომელმაც სამივე
საჯარიმო მოათავსა კალათში და 18 წამით საკუთარი გუნდი  მეტოქეს გაუთანაბრა – 82:82. ამის შემდეგ შეტევა
,,დინამოს“ დარჩა, რომელიც გიგა მეხრიშვილის წყალობით 84:82 დაწინაურდა, შსს-ს კი საკმარისი
დრო აღარ ეყო და სერიაში 0:1 ჩამორჩა.  

,,დინამოს“ შემადგენლობაში  ყველაზე მეტი 23 ქულა დუდა სანაძემ დააგროვა, ხოლო
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშე გაიფორმა. ირაკლი ალხანაიძემ 20 ქულა და 10 მოხსნა
მიითვალა, ხოლო გიგა მეხრიშვილმა – 18 ქულა და 13 მოხსნა.  შსს აკადემია ულიდერას მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელიც
37 ქულით მატჩის მომბარდირი გახდა.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,დინამოსა“ და შსს აკადემიის
 მთავარ მწვრთნელებსაც გავესაუბრეთ, რომლებმაც
თამაში შემდეგნაირად შეაფასეს.    

ამბროსი ორმოცაძე
(დინამოს მწვრთნელი):  დაძაბული თამასი იყო და ბიჭებმა ყველაფერი
გააკეთეს, რომ კარგი თამაში ეჩვენებით. არამხოლოდ ჩვენი გუნდის მოთამაშეეებმა, არამედ
მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელებმაც. ვთვლი, რომ ერთმაც და მეორე გუნდმა მთელი ჩემპიონატის
განმავლობაში თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა. მაგრამ იღბალი ჩვენსკენ იყო და გამარჯვება
ჩვენ დაგვრჩა. მომდევნო მატჩისთვის დაცვაში თამაშს გამოვასწორებთ და თავდასხმაში უფრო
ორგანიზებულნი ვიქნებით.

არჩილ ჟღენტი
(შსს კადემიის მწვრთნელი): ჩვენმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით კი ფარქვეშ
გაგვიჭირდა.მეტოქის მაღალმა მოთამაშეებმა აშკარად აჯობეს ჩვენს ცენტრებს. ბევრს ვერაფერს
ვიტყვი. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ეს მარცხი მწვრთნელის ბრალია. მომავალში დაცვაში
ბევრად უკეთესს თამაშს ვაჩვენებთ და  მიუხედავად
იმისა, რომ ნახევარფინალში მოთამაშე ოთხივე  გუნდი ძალიან ძლიერია, ვიმედოვნებ საბოლოოდ გამარჯვება
შსს აკადემიას დარჩება.