სტატისტიკა
20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს უმასინძლა ქუთაისმა,
სადაც სათამაშოდ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, თბილისის „ოლიმპი“ ჩავიდა. ცხრილის
პირველი და ბოლოადგილოსანი გუნდების შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. სტუმრებმა
იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 89:68.
ქუთაისელები მასპინძლებს მხოლოდ დებიუტში ეთამაშნენ
ტოლ-სწორად. პირველი მეოთხედის შემდეგ ოლიმპელებმა მოლოდინისამებრ სრული სათამაშო უპირატესობა
მოიპოვეს და ანგარიშმაც თბილისელთ სასარგებლოდ ზრდა იწყო. დიდი შესვენებისთვის სტუმრები
უკვე 13 ქულით იგებნენ.
ქუთაისი – ოლიმპი 68:89
გადამწყვეტი გამოდგა მეამე პერიოდი, რომელიც ლევან ქარაბაკის
გაწვრთნილმა „ოლიმპმა 21:12 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 22 ქულით დაწინაურდა. საბოლოოდ
მატჩი ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა.
„ოლიმპმა“ გუნდურად ითამაშა. ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა
მიაღწია 10-ქულიან ნიშნულს, რომელთაგან საუკეთესო გიორგი გუგეშაშვილი გახლდათ 15 ქულითა
და 9 მოხსნით. 13 ქულა მიითვალა დავით ლომიძემ, ხოლო უჩა გამყრელიძემ 12 ქულა და
16 მოხსნა მიითვალა. დამარცხებულთაგან 19 ქულით ირაკლი მაცაბერიძე გამოირჩა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 17 მარტს,
თბილისის საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.