სტატისტიკა გალერეა
რუსთავის სპორტსკოლის დარბაზმა 20-წლამდელთა შეხვედრას
უმასპინძლა. ოთარ ხმელიძის გუნდმა გათამაშების ლიდერ „ოლიმპს“ უმასპინძლა და დაძაბულ
ბრძოლაში – 68:75 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 22:13 მოიგეს, თუმცა
მეორე პერიოდში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს სოლიდურად დაწინაურდნენ. ლევან ქარაბაკის
გაწვრთნილმა გუნდმა 10-წუთეული 30:11 მოიგო და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით
გავიდნენ – 43:33.
10-15 ქულიან ლიდერობას ოლიმპელები ბოლო მეოთხედამდე
ინარჩუნებდნენ, თუმცა მასპინძლებმა იმდენი მოახერხეს, რომ სწრაფი გარღვევებისა და შორი
სროლების ხარჯზე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ მომენტში ოლიმპელებს ხელახლა
მოუხდათ მობილიზება და თითქოს იოლად მოსაგები მატჩის სათავისო შედეგით დასასრულებლად
გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა.
გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო
არჩილ პულუზაშვილი გახდა. 13 ქულა მოაგროვა ნუგზარ აბულაძემ, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე
9 ქულა დაგროვდა. მასპინძლებში 18 ქულით გიგი გოგობერიშვილი გამოირჩა, ხოლო ლევან ურიდიამ
13 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.