20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის ორი მატჩი გაიმართა ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში. ერთმანეთს ,,ოლიმპი” – ,,თბილისის კარდინალები” და ,,სოხუმი”- ,,მაქაბი” დაუპირისპირდნენ.
საკმაოდ დაძაბული და ემოციური გამოდგა დღის პირველი
შეხვედრა: დებიუტანტმა ,,ოლიმპმა” დამატებით დროში 3 ქულის სხვაობით დაამარცხა ასევე
დებიუტანტი ,,თბილისის კარდიანალები”.
თავდაპირველად
მატჩი ,,კარდინალის”უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბოლო დასკვნითი მეოთხედის მიწურულს
სიტუაცია შეიცვალა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე საყაიმო
ანგარიში დაფიქსირდა – 72:72. დარჩენილ 11 წამში თამაშში არაფერი შეცვლილა და მატჩი
ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით დროში კი რომელიც კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა, საბოლოოდ
,,ოლიმპმა” იმარჯვა.
,,თბილისის
კარდინალების” რიგებში ბექა ღუდუშაური გამოირჩა, რომელმაც 31 ქულა დააგროვა, ხოლო
,,ოლიმპის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა:კახა მუმლაძემ
(29 ქ.12მ) და ბექა ნადირაძემ (18 ქ.11მ).
რაც შეეხება დღის მეორე შეხვედრას, ,,სოხუმმა”
დიდი ანგარიშით დაამარცხა ,,მაქაბი” – 96:57.
,,ზღვისპირელებს” 22 ქულითა და 7 პასით რევაზ როგავამ ულიდერა, ხოლო 21 ქულითა
და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი დიმიტრი დვალიშვილმა შეასრულა.