შედეგები გალერეა
„ოლიმპი“ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველა დანარჩენ წევრზე
ერთი თავით მაღლა დგას. ლევან ქარაბაკისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა
ცხრილში მათ შემდეგ, მეორე ადგილზე მყოფი „აკადემია“ ისე იოლად დაამარცხეს, ვერავინ
იფიქრებდა, რომ ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ხვდებოდნენ.
მატჩის ბედი დიდ შესვენებამდე უკვე გარკვეული იყო. მეორე
პერიოდის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე „ოლიმპი“ 34 ქულით – 82:48 იგებდა და რამე
რომ შეცვლილიყო, სასწაული უნდა მომხდარიყო.
მაკაბი – მგზავრები-არმია 49:108
„ოლიმპის“ წევრებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა
და პირველი პერიოდი 11 ქულით მოიგეს. ქარაბაკის გუნდმა ლიდერობა მეორე პერიოდში უფრო
განიმტკიცა, რაც დიდწილად დავით ლომიძისა და ნუგზარ აბულაძის დამსახურება გახლდათ.
ორივე მათგანი შედეგიანად უტევდა როგორც შორი მანძილიდან, ისე სწრაფი გარღვევებით.
ფარქვეშ უჩა გამრეკლიძე იყო გამაგრებული და საკუთარი თუ მეტოქე გუნდის მოთამაშეების
აცილებულ ბურთბს ხსნიდა.
„ოლიმპი“ ბოლო მეოთხედში მოეშვა, მწვრთნელმა თამაშის
საშუალება სათადარიგოებსაც მისცა და „აკადემიამ“ ჩამორჩენა მატჩის ბოლოსთვის 21 ქულამდე
შეამცირა. გამარჯვებულებს 28 ქულით აბულაძემ ულიდერა, ლომიძის ანგარიშზე კი 22 ქულა
დაგროვდა. უჩა გამრეკლიძემ 15 ქულასთან ერთად 23 მოხსნა მიითვალა. „აკადემიაში“ 16
ქულით გიორგი თევდორაშვილი გამოირჩა.
აკადემია – ოლიმპი 81:102
დღის მეორე შეხვედრა კიდევ უფრო უინტერესო გამოდგა.
„მაკაბისა“ და „მგზავრები-არმიას“ მატჩში 59-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. დიმიტრი ჟაკობოვის
გაწვრთნილმა არმიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მაკაბელები და ჩემპიონატის ერთ-ერთი
ყველაზე დიდსვაობიანი შედეგი დააფიქსირეს.
„მგზავრები-არმიაში“ 37 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე.
სანდრო სანაძის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა, ხოლო ნიკა ღონღაძემ 13 ქულა და 18 მოხსნა
დააგროვა. „მაკაბიში“ 18 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო თორნიკე გოგელაშვილი.
მორიგი ტურის მატჩები 10 მარტს, საკალათბურთო აკადემიაში
გაიმართება. „მაკაბი“ „სოხუმს“ დაუპირისპირდება, „მგზავრები-არმია“ „ოლიმპს“ შეხვდება.