ოლიმპმა დიდი უპირატესობით იმარჯვა

ოლიმპმა დიდი უპირატესობით იმარჯვა

 ,,დუბლების
ჩემპიონატის“  პირველი წრის მორიგი შეხვედრა
,,ოლიმპსა“  და ,,ჰიუნდაის“ შორის გაიმართა, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. 

ოლიმპის 20-წლამდელთა გუნდმა მატჩი თავიდანვე დიდი უპირატესობით დაიწყო და ასევე დაასრულა,
პირველი მეოთხედი  21:8 მოიგო, შეხვედრის პირველი
ტაიმი კი 30-ქულიანი ჰანდიკაპით დაასრულა. მესამე პერიოდი ,,ჰიუნდაის“ კალათბურთელებმა აქტიურობით დაიწყეს – 24:24, თუმცა
საბოლოო ანგარიში 83:48 ოლიმპის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

  გამარჯვებული გუნდიდან 20 ქულა საბა ლობჟანიძის
ანგარიშზეა, ჰიუნდაის მხრიდან კი 11 ქულა ირაკლი ქილიფთარმა მოაგროვა.