პირველი ფინალისტი ჰიუნდაია

პირველი ფინალისტი ჰიუნდაია

 სტატისტიკა  გალერეა

20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია.
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში
„ჰიუნდაიმ“ „რუსთავს“ 77:58 მოუგო ფინალში გავიდა.

ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა 30 მარტს რუსთავში
გაიმართა. „ჰიუნდაიმ“ ის მატჩი 78:69 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. რეგულარული
ჩემპიონატის მომგები „ჰიუნდაი“ დღევანდელ მატჩშიფ ფავორიტად ითვლებოდა. ეს სტატუსი
თბილისელებმა გაამართლეს და ფინალში გამსვლელი შეხვედრა ისე მოიგეს, პრობლემები არ
შექმნიათ.

გამარჯვებულებს 16 ქულით გიორგი კორსანტიამ ულიდერა,
13 ქულა კი დავით აფხაზავას ანგარიშზე დაგროვდა. „რუსთავში“ 33 ქულით საუკეთესო იყო
ირაკლი წიქარიშვილი, საბა პაპუაშვილმა კი ქვემოქართლურ გუნდს 10 ქულა მიაშველა.

მეორე ფინალისტი „არმიასა“ და „ზაზას“ საპლეიოფო სერიაში
გამოვლინდება. სერიას „ზაზა“ 1:0 იგებს, ხოლო მეორე შეხვედრა 6 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში,
14:00 საათზე გაიმართება.