ქუთაისისა და აკადემიას გამარჯვებები (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ქუთაისისა და აკადემიას გამარჯვებები (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 გალერეა

საკალათბურთო აკადემიაში დღეს 20-წლამდელთა ჩემპიონატის
2 მატჩი გაიმართა. მესამე შეხვედრა, რომელიც ლიდერთა შორის – „შსს-აკადემიასა“ და
„ჰიუნდაის“ შორის უნდა გამართულიყო, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

საინტერესო ბრძოლა გაიმართა „სოხუმსა“ და „აკადემიას“
შორის. სოხუმელებმა სეზონის მე-20 შეხვედრა ამას წინათ, რუსთავში მოიპოვეს, რამაც სტიმული
მისცათ და დღეს, აკადემიელებთან მოგებამდე ცოტა დააკლდათ. მიუხედავად იმისა, რომ გელა
წულაძის გუნდმა პირველი მეოთხედი 24:10 მოიგო, სოხუმელებმა რეაბილიტაცია მოახერხეს
და მომდევნო პერიოდებში აქტიურობით ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს.

ბოლო მეოთხედის წინ „სოხუმი“ 50:47 იგებდა და გამარჯვებამდე
დარჩენილი 10 წუთის მობილიზებულად ჩატარება აკლდა. ამის საშუალება სოხუმელებს აკადემიელებმა
არ ისცეს და სეზონში მე-7 გამარჯვება მოიპოვეს – 67:58.

„აკადემიაში“ 18 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო ლუკა
გიორგაძე იყო. ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ბექა დარახველიძემ. სოხუმელთაგან
კი ბომბარდირობა 24 ქულის მომგროვებელმა გურამ კენჭიაშვილმა ითავა, შოთა გოლეთიანმა
14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, კოტე ბიწაძემ კი 18 მოხსნით გამოიჩინა თავი.

მეორე მატჩში საინტერესო ბრძოლა გაიმართა „ოლიმპსა“
და „ქუთაისს“ შორის. უფრო ზუსტად, მატჩის საწყისი 3 მეოთხედი იყო დაძაბული. თავდაპირველად
ლიდერობა ოლიმპელებმა მოიპოვეს, რომლებმაც საწყისი მეოთხედი 17:11 მოიგეს. მოპოვებული
უპირატესობა თბილისურმა გუნდმა დიდ შესვენებამდეც ვერ შეინარჩუნა, რის შემდეგაც ჩამორჩა
და მატჩი საბოლოოდ 14 ქულით – 58:72 დათმო.

ქუთაისელებს 29 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ლადო
ფურცხვანიძემ 12 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი ცირეკიძემ პირად ანგარიშზე
16 ქულა ჩაიწერა. „ოლიმპში“ 13 ქულით ბომბარდირი გიორგი სამნიაშვილი გახდა, ბექა ნადირაძე
კი შეხვედრა ორმაგი დუბლით – 12 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.
ოლიმპი-ქუთაისი  58:72
კობა კირთაძე
(“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): საერთო ჯამში დღვანდელი შეხვედრით
კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა იბრძოლეს და კარგი თამაში  აჩვენეს. 
ჩემმა გუნდმა ყველა დავალებას კარგად გაართვა თავი და მოწინააღმდეგე გუნდი ჯარიმებით
დატვირთა. ასევე აუცილებლად გამოვყოფდი ლადო ფურცხვანიძის კარგი თამაშს, რომელიც  ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეა.
ზაზა ცაგარეიშვილი
(“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ „ქუთაისს“  დღევანდელ გამარჯვებას. თავიდან შეხვედრა დაძაბულად
წარიმართა, თუმცა ბოლო მეოთხედში უამრავი შეცდომა დავუშვით. ამას გარდა შესუსტებული
შემადგენლობით ვასპარეზობთ, რამაც შედეგზე გარკვეული გავლენა იქონია.  იმედია ტრავმირებული მოთამაშეები მალე დაბრუნდებიან
გუნდს და სასურველ შედეგს ვაჩვენებთ.

 სოხუმი-აკადემია  58:67
ვახტანგ ქადარია(„სოხუმის“
მწვრთნელი): თავიდანვე 
ცუდად დავიწყეთ თამაში, თუმცა გარკვეული შანსი მაინც გვქონდა, ბოლო მეოთხედში
კი საბოლოოდ დავკარგეთ კონტროლი და მარცხი განვიცადეთ. წავაგეთ ფარი და ბევრი შეცდომა
დავუშვით. ამ ყველაფერს კი ბიჭების გამოუცდელობა და დაღლილობა დაემატა, რომელიც შედეგზე
აისახა კიდეც.  
გელა წულაძე (“აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): მოვიგეთ, მაგრამ გაჭირვებით. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. ვფიქრობ მეტი შეგვიძლია და იმედია ჩვენს მაქსიმუმს შემდეგ მატჩებზე  ვაჩვენებთ.