ქუთაისმა შსს აკადემიას სძლია

ქუთაისმა შსს აკადემიას სძლია

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს ქუთაისში
დაიწყო, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ შსს აკადემიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში
მეტოქე 94:90 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა და საბოლოოდ ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა, რომლებიც ტაიმის ბოლოს წინ
მინიმალური სხვაობით, 43:42 გავიდნენ.   

მატჩის მესამე მეოთხედში ,,იმერელები“ გააქტიურდნენ
და პერიოდის მიწურულს 4 ქულით დაწინაურდნენ – 72:68., დასკვნითი მეოთხედის  მე-4 წუთზე კი 10 ქულიან უპირატესობას უწიეს (80:70).
შეხვედრის დარჩენილ დროში  აკადემიელები მდევრის
როლში იმყოფებოდნენ, რომლებმაც მატჩის დასრულებამდე  1:24 წუთით ადრე სხვაობის 3 ქულამდე შემცირებაც
მოახერხეს  – 83:86, თუმცა ,,ქუთაისმა“ მეტოქეს
წინ გასვლის საშუალება არ მისცა, მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის დასრულებამდე შეინარჩუნა
და მორიგი გამარჯვება მიითვალა.

შსს აკადემიის შემადგენლობაში 42 ქულით საუკეთესო მერაბ
ბოქოლიშვილი აღმოჩნდა, რომელიც 42 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, 19 ქულითა და 14
მოხსნით კი ორმაგი დუბლის ავტორი ნოდარ თენიეშვილი გახდა. ,,ქუთაის“ 26 ქულით გიორგი
ცირეკიძემ ულიდერა, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩა ლევან გრძელიძ ე(25ქ), ხოლო ორმაგი
დუბლი ავთანდილ ლომინაშვილმა შეასრულა, რომელმაც 18 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.