სტატისტიკა
გალერეა
20-წლამდელთა გათამაშების რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურის მატჩები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართა. მთავარი ინტრიგა იმერეთში გამართულ მატჩს ახლდა, რომელშიც ერთმანეთს „ქუთაისი“ და „მაკაბი“ ხვდებოდნენ და გამარჯვებული პლეი ოფის ბოლო – მე-4 საგზურს იგებდა. ლუკა ზაქრაძე გახდა მატჩის გმირი, რომლის წინამძღობითაც მაკაბელებმა მასპინძელი ქუთაისელები 102:83 დაამარცხეს და პლეი ოფში გავიდნენ. ზაქრაძე შთამბეჭდავი სტატისტიკით გამოირჩა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და 36 ქულა, 10 ჩარა, 8 პასი და 5 მოხსნა დააგროვა. ზაქრაძეს გვერდში ედგა დავით დადუნაშვილი, რომელმაც 16 ქულასთან ერთად 19 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. დანარჩენ 2 მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. რუსთავში ადგილობრივმა გუნდმა „ვითას“ 77:69 მოუგო, ხოლო თბილისში დაძაბულ ბრძოლაში გათამაშების ლიდერთა მატჩი ერთქულიანი სხვაობით დასრულდა: „სოხუმმა“ „აკადემიას“ 71:70 მოუგო მაშ ასე, ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: „სოხუმი“ – „მაკაბი“ და „აკადემია“ – „ვითა“.
ქუთაისი – მაკაბი 83:102
რუსთავი – ვითა 77:69
აკადემია – სოხუმი 70:71