რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

20-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დღეს ოფიციალურად დასრულდა. საქმე ისაა, რომ „სოხუმი“ ბოლო მატჩის სათამაშოდ ქუთაისში რომ არ ჩავიდოდა, წინდაწინ იყო ცნობილი. სოხუმელთა ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ ასაკობრივ ლიგაში წერილი შემოიტანა, რომ გუნდში არსებული ფინანსური კრიზისის გამო ქუთაისში სათამაშოდ ვერ ჩავიდოდა. ასეც მოხდა, დღეს, 17:00 საათზე დანიშნული „ქუთაისი“-„სოხუმი“ არ გაიმართა. თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი იმერეთის მთავარ ქალაქში სათამაშოდ ვერ ჩავიდა. შესაბამისად, სოხუმელებს ტექნიკური წაგება (0:20) ჩაეთვალათ, რითაც ცხრილში არაფერი შეცვლილა. საუკეთესო 4 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან აგრძელებს, დანარჩენი გუნდებისთვის კი ჩემპიონატი დასრულდა. ნახევარფინალური და ფინალური სერიები 2 გამარჯვებამდეა. მე-3 ადგილის მფლობელი კი 1 შეხვედრის შედეგად გამოვლინდება