რუსთავი დინამოს გაუთანაბრდა

რუსთავი დინამოს გაუთანაბრდა

პლეი
ოფში გასასვლელად მებრძოლმა „რუსთავმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქვემოქართლელებმა
დღეს „ჰიუნდაის“ უმასპინძლეს და ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხეს.

ამ მატჩის
შემდეგ რუსთაველები გაუთანაბრდნენ ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლაში უშუალო კონკურენტ
„დინამოს“. რუსთაველებს
და დინამოელებს უკვე თანაბარი თამაშების ოდენობა და ქულები აქვთ, ხოლო რეგულარული ჩემპიონატის
დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. ქვემოქართლელები კვლავ „ჰიუნდაის“ და შემდეგ „შსს-აკადემიას“
ხვდებიან, ხოლო „დინამო“ „ოლიმპს“ და „ჰიუნდაის“ ეთამაშება. თუკი ბოლო ტურის შემდეგ
„რუსთავს“ და „დინამოს“ კვლავ თანაბარი ქულები ექნებათ, პლეი ოფში გამსვლელ მეოთხე
ადგილს ქვემოქართლური გუნდი დაუკავებს. რეგულარულში გამართულ ოთხ ურთიერთშეხვედრაში
უპირატესობა რუსთაველებს აქვთ.

რაც
შეეხება დღევანდელ მატჩს, რუსთაველებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და  შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. მასპინძელთაგან 21 ქულით ბომბარდირი
ერეკლე ლორთქიფანიძე გახდა, 19 ქულა და 18 მოხსნა ჰქონდა შოთა ნარჩომაშვილს, ხოლო თორნიკე
ქიტოშვილმა 11 ქულა და 11 პასი მიითვალა.

დამარცხებულთაგან
10-ქულიანი ზღვარი ოთხმა კალათბურთელმა გადალახა: გუგა ძიძიგური (15), ლუკა ზაქრაძე
(14), კახა ტომარაძე (12) და სანდრო ბოლქვაძე (10). 
რუსთავი – ჰიუნდაი  82:70