სტატისტიკაგალერეა
ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ დღეს ზედიზედ
მე-4 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს ზედიზედ განცდილი 5 მარცხის შემდეგ. რუსთაველებმა
სეზონი უხეიროდ – 5 წაგებით დაიწყეს, რის შემდეგაც შედეგიანი სერია დაიწყეს და დღეს
წარმატებით გააგრძელეს.
რუსთავს ცხრილის მეორე საფეხურზე მყოფი „აკადემია“ სტუმრობდა,
რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა, ბოლო წუთებზე
მაინც მოახერხა ჩამორჩენის შემცირება და მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა გიგი გოგობერიშვილმა
ბოლო წუთებზე 4 სამქულიანი ჩააგდო, რითაც აკადემიელთა მონდომებას აზრი დაუკარგა.
„რუსთავს“ 28 ქულით თორნიკე ქიტოშვილმა ულიდერა, 17
ქულა კი გიგი გოგობერიშვილმა დააგროვა. 10 ქულიან ზღვარს მიაღწიეს დავით ბარამიძემ, ერეკლე ლორთქიფანიძემ და ლევან ურიდიამ,
რომელმაც 13 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
აკადემიელებს ლუკა გიორგაძემ ულიდერა ორმაგი დუბლით
– 25 ქულა, 11 მოხსნა. 23 ქულა ნიკა ღურწკაიას ანგარიშზეა, 22 ქულა ბექა დარახველიძის, ხოლო გიორგი თევდორაშვილი “აკადემიას” 17 ქულით შეეწია.
20-წლამდელთა ლიგა მიმდინარე წელს დასრულდა. ჩემპიონატი ახალი წლისა და შობის დღესასწაულების
შემდეგ განახლდება.