რუსთავისა და ქუთაისის გამარჯვებები

რუსთავისა და ქუთაისის გამარჯვებები

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩბს რუსთავმა
და ქუთაისმა უმასპინძლეს. რუსთავში ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ საკუთარ მოედანზე ,,ოლიმპი“
მიიღო და ოვერტაიმში 74:70 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი რუსთაველთა მცირე
უპირატესობით წარიმართა, რომლებიც დიდი შესვენებისთვის 33:29 დაწინაურდნენ. მესამე
მეოთხედში დებიუტანტები გააქტიურდნენ და მეოთხედის მე-4  წუთზე ფრე – 35:35 დააფიქსირეს, ხოლო პერიოდის დასასრულს
 3 ქულით ჩამორჩნენ – 45:58. დაძაბული გამოდგა
დასკვნითი მეოთხედი, რომელიც ,,რუსთავის“ სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა  ოლიმპელები მძლავრად ათამაშდნენ და აღნიშნული ათწუთეულის
შუაწელში 56:53 დაწინაურდნენ. მიუხადავად ამისა, დარჩენილ დროში ,,ქვემოქართლელებმა“
შეძლეს მობილიზება და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე საყაიმო ანგარიში – 61:61
დააფიქსირეს. ,,ოლიმპმა“ შანსი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. დამატებითი
დროის საწყისი წუთები კვლავ რუსთაველთა სასარგებლოდ წარიმართა. ოლიმპელებმა შეხვედრის
დასრულებამდე 10 წამით ადრე 2 ქულიანი სხვაობა დააფისირეს – 70:72, თუმცა დარჩენილ
დროში ვეღარას გახდნენ და მარცხი განიცადეს.

რუსთავის გუნდს  14 -14 ქულით გიორგი დვალიმ  და ერეკლე ლორთქიფანიძემ ულიდერეს, ხოლო ,,ოლიმპს“
16 ქულა ილია შიოლაშვილმა შესძინა. ორმაგი დუბლი მიითვალეს კახა მუმლაძემ და ირაკლი
ჩერქეზიშვილმა. მუმლაძემ 13 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, ხოლო ჩერქეზიშვილის ანგარიშზე
 13 ქულა 11 შედეგიანი გადაცემაა.

 ,,ქუთაისმა“
უმასპინძლა ,,თბილისის კარდინალებს“ და მეტოქე იოლად, 97:59 დაამარცხა. ,,იმერლებმა“
თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და მორიგი გამარჯვება გაიფორმეს. ,,კარდინალის“რიგებში
20 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა, ხოლო ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ავთანდილ
ლომინაშვილი 924ქ.12მ) და ნოდარ მესხი (12ქ.11მ) გამორჩნენ. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი
მოხსნაღა დააკლდა გიორგი ცირეკიძეს, რომელმაც 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.