რუსთავმა დინამო დაამარცხა

რუსთავმა დინამო დაამარცხა

  საქართველოს
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა რუსთავში შედგა. ,,რუსთავისა“ და ,,დინამოს“
დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო.

 ,,ქვემოქართლელებმა“ პირველი  მეოთხედი 19 ქულით მოიგეს, მეორე პერიოდშიც იმარჯვეს
და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი სხვაობით გავიდნენ. თამაშის მეორე ნახევარში ,,დინამოელებმა“
მობილიზება მოახერხეს. დარჩენილი ორი მეოთხედი თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს, თუმცა
საბოლოო გამარჯვებისთვის, სხვაობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს და 68:85 დამარცხდნენ.

   მოგებულთა
რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა, გიორგი დვალის ანაგარიშზეა, დინამოს მხრიდან კი 23
ქულით ბექა ღუდუშაური გამოირჩა.

20-წლამდელთა პირველობის მორიგი მატჩები 27 ნოემბერს
გაიმართება.