რუსთავმა მაკაბის სძლია, ქუთაისში კი მზგავრები-არმიამ იმარჯვა

რუსთავმა მაკაბის სძლია, ქუთაისში კი მზგავრები-არმიამ იმარჯვა

გალერეა 
დღეს, რუსთავსა და ქუთაისში 20-წლამდელთა ჩემპიონატის
თითო მატჩი გაიმართა. იმერეთში 8 მოთამაშით ჩავიდა და იოლი გამარჯვება მოიპოვა „მგზავრები-არმიამ“,
ხოლო რუსთავს ნასტუმრებმა „მაკაბიმ“ მარცხი განიცადა.

საინტერესო შეხვედრა გამოდგა „რუსთავი“-„მაკაბი“. სტუმრებმა
ფეთქებადი ხასიათი გამოავლინეს და პერიოდულად ისე ათამაშდებოდნენ ხოლმე, მათთვის 10-15
ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება სირთულეს არ წარმოადგენდა.

სწორედ ასეთი რამ მოხდა მესამე მეოთხედში, როცა პერიოდის
დასრულებამდე 3 წუთით ადრე მასპინძლები 12 ქულით იგებდნენ. მაკაბელებმა ბრძოლისა და
მონდომების ხარჯზე ათწუთეულის დასრულებამდე ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს.
ის კი არა, ბოლო მეოთხედის პირველი ბურთი თბილისელებმა ჩააგდეს და ანგარიში გათანაბრდა
– 65:65.
რუსთავი – მაკაბი 93:79 

რუსთაველებს ახლიდან მოუწიათ თამაშის მოგება, თუმცა
ეს მათ არ გასჭირვებიათ. თორნიკე ქიტოშვილის, გიორგი დვალის, ლევან ურიდიას და გიგი
გოგობერიშვილის შედეგიანობით მასპინძლებმა კვლავ ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და
გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. გამარჯვებულებს 29 ქულით გიორგი დვალმა ულიდერა, 20
ქულა ქიტოშვილმა ჩააგდო, ხოლო გოგობერიშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

რაც შეეხება ქუთსისში გამართულ მატჩს, ის „მგზავრები-არმიამ“
იოლად მოიგო.პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში 27:14 იყო სტუმართა სასარგებლოდ. დიდ
შესვენებამდე თბილისელებმა უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს და მეორე ტაიმში მოპოვებული
ლიდერობა ადვილად შეინარჩუნეს.

„მგავრები-არმიაში“ 8 კალათბურთელმა ითამაშა, რომელთაგან
23 ქულით ლუკა ზაქრაძე გამოირჩა. 22 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა მამუკა ბაზუაშვილმა,
ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზეც 22 დგროვდა. „ქუთაისში“ 23 ქულით ლადო ფურცხვანიძე
გამოირჩა, ხოლო რატი ნუცუბიძემ პირდ ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 18 თებერვალს,
თბილისში გაიმართება.
ქუთაისი – მგავრები-არმია 68:92