რუსთავმა ოლიმპი პრინციპულ მატჩში დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავმა ოლიმპი პრინციპულ მატჩში დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა
გალერეა 20-წლამდელთა ჩემპიონატის 1 მატჩს უმასპინძლა
რუსთავმა. ქვემოქართლურ გუნდს “ოლიმპი” ესტუმრა, რომელიც პლეი ოფში გასასვლელად
რუსთაველების უშუალო კონკურენტია. სწორედ ეს 2 გუნდი იბრძვის პლეი ოფის მეოთხე საგზურის
მოსაპოვებლად, რადგან “შსს-აკადემია”, “ჰიუნდაი” და “ქუთაისი”
ცხრილში საგრძნობლად დაწინაურებული არიან.
მატჩი საინტერესო გამოდგა. მაყურებელმა
2 სრულიად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში რუსთაველებმა დიდებულად ითამაშეს
და 18-ქულიან უპირატესობას დაეპატრონნენ. მეორეში კი “ოლიმპმა” მოახერხა
ჩამორჩენის აღმოფხვრა და მეტოქეს 1 ქულით მიუახლოვდა. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით
ადრე რუსთაველთა სოლიდური ლიდერობიდან ერთადერთი ქულა დარჩა, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს
ბოლომდე მედგრად დადგომა, რაშიც მათ შორი სროლები და მეტოქის შეცდომები შეეშველათ და
ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს – 77:70.
“რუსთავში” 20 ქულით ბომბარდირი
გიორგი დვალი გახდა, რომელმაც 11-დან 3 სამიანი ჩააგდო. გუნდს დიდი სამსახური გაუწია
ლევან ურიდიამ, რომელმაც ბოლო წუთები 4 ჯარიმით ჩაატარა და მატჩი 10-10 ქულა-მოხსნით
დასრულა. 14 ქულა იყო გიორგი ტურძელაძის ანგარიშზე, გიგი გოგობერიშვილმა კი 12 ქულა
მოაგროვა.
“ოლიმპში” ყველაზე შედეგიანი
15 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი ბაქრაძე იყო, 13 ქულა კი ნიკა ბაქრაძის ანგარიშზეა.
“ოლიმპი” და “რუსთავი” რეგულარულ ჩემპიონატში კიდევ ერთხელ შეხვდებიან
და პლეი ოფში გასვლის საქმეში იმ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
 
მატჩისშემდგომი კომენტარები
ზაზა
ცაგარეიშვილი(“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): თამაში ცუდად დავიწყეთ. პირველ ტაიმში
მეტოქემ გვაჯობა, თუმცა მეორე ნახევარში ბრძოლის ხარჯზე ჩამორჩენა გავაბათილეთ და მოგებასთანაც
ახლოს ვიყავით. ფატობრივად, მეტოქე გატეხილი გვყავდა, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი შეცდომების
გამო დავმარცხდით. გადამწყვეტ მომენტში ჩვენი გუნდის წევრებმა გარბენები გააკეთეს,
რამდენიმეჯერ ბურთი თითქოს უვნებელ სიტუაციაში დაკარგეს და რუსთაველებმა არ გვაპატიეს.

მიხეილ
ბერუაშვილი(“რუსთავის” მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. პლეი ოფში გასასვლელად
“ოლიმპი” ჩვენი მთავარი კონკურენტია და ამ მატჩის მოგებით უპირატესობა მოვიპოვეთ.
“ოლიმპს” კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ და თუკი იმ მატჩსაც შედეგიანად დავასრულებთ,
საუკეთესო ოთხ გუნდში სავარაუდოდ მოვხვდებით.