რუსთავმა პირველად შინ იმარჯვა

რუსთავმა პირველად შინ იმარჯვა

20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი
დღეს რუსთავში გაიმართა, სადაც ა დგილობრივმა რუსთავმა მაქაბის გუნდდ უმაპინძლა. შეხვედრა
ქვემოქართლელთა უპირატესობით დაიწყო და მათვე უპირატესობით წარიმართა.

პირველი ნახევარი
რუსთაველებმა 44:31 მოიგეს, საბოლოოდ კი შეხვედრაში 82:69 იმარჯვეს.

 მასპინძელთა
შემადგენლობაში ზაზა გაგნიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა, ხოლო
11 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ლევან ობგაიძის ანგარიშზეა.

 რაც შეეხება
,,მაქაბის” გუნდს, მის შემადგენლობაში  საუკეთესო
ლევან რევაზაშვილი იყო, რომელმაც  39 ქულა მიითვალა.

 20-წლამდელთა
მორიგი ტური 22 ნოემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შედგება: ,,თბილისის კარდინალები”
 ,,მაქაბს”, ,,ოლიმპი” ,,დინამოს” , ხოლო სტუ  ,,რუსთავს” დაუპირისპირდება.